არ არის გამორიცხული, რომ ძალიან მალე Android სმარტფონების და პლანშეტების მფლობელებმა მიიღონ Windows-თვის შექმნილი აპლიკაციების გაშვების საშუალება. ამის შესაძლებლობა იქიდან გამომდინარეობს, რომ Wine-ის დეველოპერებმა უკვე დაიწყეს ამ პაკეტის ARM პროცესორებისთვის და Google-ის მობილური ოპ. სისტემისთვის ადაპტაცია.
Wine პაკეტი არის შუამავალი Windows აპლიკაციებსა და UNIX მსგავს ოპერაციულ სისტემებს შორის, განსაკუთრებით Linux-ზე. პროექტი Wine დაიწყო ბობ ამშტადტმა 1993 წელს Windows 3.1-ის 16-ბიტიანი აპლიკაციების GNU/Linux-ზე გაშვებისთვის. მუშაობის პროცესში Wine ღებულობს Windows აპლიკაციის სიტემურ გამოძახებებს და ცვლის მათ თავისით.
უმთავრეს სიძნელეს Wine-ის Android-ზე პორტირებისას წარმოადგენს დაბალი მწარმოებლურობა. ნაწილობრივ ეს პრობლემა მოგვარდება შემდეგი თაობის მოწყობილობების გამოსვლა უფრო მძლავრი პროცესორებით როგორიცაა Tegra 4 და Snapdragon 800 და 600.
წყარო: Liliputing

