ახლახან გამოშვებულ iOS 6.1-ში ნაპოვნია სერიოზული მოწყვლადობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გვერდი ავუაროთ დამცავ პაროლს და მივიღოთ წვდომა მოწყობილობის ზიგერთ ფუნქციებთან. ნუ იფიქრებთ, რომ საჭიროა სპეციალური პროგრამები, ჯეილბრეიქი – მხოლოდ მოთმინება და მარჯვე ხელები 🙂

გატეხვის პროცესი:

  1. განბლოკეთ მოწყობილობა
  2. დააჭირეთ ღილაკს “Emergency Call”
  3. დააჭირეთ ღილაკს Power სანამ არ გამოჩნდება  მოწყობილობის გამორთვის სლაიდერი.
  4. დააჭირეთ “Cancel”
  5. დარეკეთ ნომერზე 112 და ეგრევე გათიშეთ ზარი
  6. დააჭირეთ Power და დაბლოკეთ ტელეფონი
  7. კიდევ ერთხელ განბლოკეთ მოწყობილობა და შემდეგ დააჭირეთ Power 9პაროლის შეყვანის ეკრანზე)
  8. დაახლოებით სამ წამში დააჭირეთ “Emergency Call”

და თქვენ აღმოჩნდებით აპლიკაციაში ტელეფონი და ასევე შეძლებთ ნახოთ ხმოვანი ფოსტა და ფოტოგრაფიები.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=MP-w436CfvQ[/youtube]

წყარო: Habrahabr

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.