რეალობად იქცა ინდოეთში წარმოებული 35 დოლარად ღირებული პლანშეტი სტუდენტებისთვის. მაგრამ როგორც შემდგომში გაირკვა მისი ფასი გაიზარდა 60$-მდე. ასევე გაირკვა, რომ Aakash სინამდვილეში არის Datawind-ის წარმოებული Ubislate 7.მას აქვს 7-დიუმიანი 800 x 480 რეზისტიული თაჩ-ეკრანი და 366 მეგაჰერციანი Conexant-ის პროცესორი. 256 მბ. ოპერატიული მეხსიერება და 2 GB ჩაშენებული სთორიჯი რომლის გაფართოებაც microSD ბარათით არის შესაძლებელი. მოწყობილობა იმართება Android 2.2 Froyo-თი და Getjar პროგრამების მაღაზიით. აკუმულატორის მუშაობის ხანგრძლივობა მოკლეა და 3 საათს შეადგენს და უფრო ნაკლები ხანი ძლებს, თუ HD ვიდეოს ჩავრთავთ. დამატებით აქვს 802.11 a/b/g WiFi ჩიპი, ასევე აქვს GPRS მოდემი მობილური ქსელებისთვის. მოწყობილობა იყიდება იაფფასიანი (7$) კლავიატურიანი პორტფელის თანხლებით.
წყარო: Engadget