როგორც ცნობილი გახდა ბოლო თაობის აიფონში (iPhone 4) განხორციელებულ იქნა ახალი ტიპის უკაბელო ქსელების ანტენის არქიტექტურა, რომელმაც არ გაამართლა. საქმა იმაშია, რომ ტელეფონის სალტე გაყოფილია ორ ნაწილად, ის შედგება მეტალის ორი ჩარჩოსაგან, რომლებიც იზოლირებულია ერთმანეთისგან. როგორც სტივ ჯობსმა WWDC 2010-ზე ახალი სმარტფონის წარდგენისას განაცხადა ეს ტექნოლოგია არი სიახლე და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კავშირს. თუმცა პრაქტიკაში საქმე სხვანაირად განვითარდა.

თუ აპარატი ხელში ისე დავიჭირეთ, რომ ორი ლითონის ჩარჩოს შორის დამყარდა კავშირი (ადამიანის კანის გამტარუნარიანობიდან გამომდინარე) შეიკვრება წრედი რომლის ზემოქმედებითაც  GSM/UMTS/HSDPA ქსელის ანტენა კარგავს ეფექტურობას და კავშირის ხარისხი მინიმუმამდე და ზოგიერთ შემთხვევაში სრულად შეიძლება გაწყდეს.

ასევე ცნობილია ისიც, რომ რეზინის სალტეები, რომლებიც აიფონისთვის ასევე ეფლმა დაამზადა უზრუნველყოფს სრულ იზოლაციას და აგვარიდებს ამ პრობლემას თავიდან. მიუხედავად ამ პრობლემისა კომპანია არ აპირებს უკვე გამოშვებული აიფონების ჩანაცვლებას ან სალტეების უფასოდ გაცემას, რაც მომხმარებლის უფლებას არ შეიძინოს სალტე და მოწყობილობით სრულფასოვნად ისარგებლოს, უხეშად არღვევს.

შესაძლოა შემდეგი წარმოებისას ეს პრობლემა გადაწყვეტილ იქნას, მაგრამ აღნიშნული პრობლემა არ არის სასიამოვნო, როგორც პროდუქტისთვის ასევე კომპანიისთვისაც.

პირველი თაობის აიფონის გამოშვებისას კომპანიას არ ჰყავდა ბაზარზე სერიოზული კონკურენტები, მაგრამ დღეს მას ყავვს ღირსეული კონკურენტები  Motorola, Samsung და  HTC-ის სახით, რომელთა სმარტფონებიც ტექტოლოგიურად არაფრით ჩამოუვარდება აიფონს და ზოგიერთი პარამეტრით უსწრებს კიდევაც.

ასევე აღსანიშნავია რომ iOS 4-ზე განახლების შემდეგ iPhone 3G-ს გამოუჩნდა მსგავსი პრობლემა და ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ პრობლემა პროგრამულია.

სტივ ჯობსმა წერილობით გასცა პასუხი აღნიშნულ კითხვას სადაც პასუხოდ თქვა:

“დაიჭირეთ აიფონი ხელში ისე, რომ თავი აარიდოთ ამ პრობლემას”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.