ერთ-ერთი პირველი პლანშეტი, რომელიც მუშაობს Android ოპ-სისტემის მართვის ქვეშ, უკვე შესაძლებელია შევიძინოთ ბრიტანულ ინტერნეტ-მაღაზიაში www.expansys.com. პლანშეტს აწარმოებს ცნობილი ჩინური კომპანია Huawei, მოდელი ატარებს სახელს “Huawei S7 Android Tablet”. ბრიტანეთის მაცხოვრებელებისათვის შეკვეთიდან 8 დღეში იქნება მოწყობილობა მიწოდებული, საქართველოში მოწოდებისათვის რა თქმა უნდა უფრო მეტი ხანი იქნება საჭირო. მოწყობილობის ფასი მოწოდების გარეშე არის 299.99 გირვანქა სტერლინგი. ბევრია თუ ცოტა განვსაზღვროთ მას შემდეგ რაც გავეცნობით მონაცემებს:

პირველად ეს პლანშეტი გამოჩნდა Computex-ზე ერთი თვის წინ. მოწყობილობა ანონსირებულ იქნა 7 დიუმიანი მოცულობითი დისპლეთი (Engadget-ის მონაცემებით ძალიან მგრძნობიარე დისპლეით) 1 გიგაჰერციანი სნაპდრაკონით და miniSD ბარათების სლოტით. მიმდინარე მომენტისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ 768 მეგაჰერციანი ვარიანტი.

ტექნიკური მონაცემები:

  • Qualcomm Snapdragon 768 მჰც, პროცესორი;
  • 256მბ ოპერატიული მეხსიერება;
  • 7-დიუმიანი ეკრანი WVGA 800×480 გარჩევადობით;
  • 3G სიმ-ბარათის სლოტი (სტანდარტები  HSPA/UMTS);
  • mini-SD ბარათის სლოტი;
  • Wi-Fi 11b/g/n უკაბელო ქსელები;
  • Bluetooth 2.1;
  • აქსელერომეტრი;
  • განათების სენსორი;
  • 2-მეგაპიქსელიანი კამერა წინა მხარეს;
  • დინამიკები, მიკროფონი, 3,5-მილიმეტრიანი აუდიო ბუდე;
  • miniUSB 2.0 ბუდე;
  • აკუმულატორი, 2200mAh ტევადობით;
  • Android 2.1 ოპ. სისტემა;
  • კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

    This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.