იელის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა მკვდარი თაგვის ფილტვისგან მიიღეს ხელოვნური ორგანო და გადაუნერგეს ცოცხალ მღრღნელს.
ამჟამად პაციენტების მხოლოდ 10–20 პროცენტი ცოცხლობს 10 და მეტ წელს, ეს მაშინ როცა გულის ტრანსპლანტაციის დროს ეს მაჩვენებელი აღწევს 50%–ს. ხელოვნური ფილტვის შექმნა საკმაოდ რთულია, რადგან მას გააჩნია კომპლექსური სტრუქტურა, რომელიც შეიცავს მრავალ სხვადასხვა ტიპის უჯრედს. ერთ–ერთ ყველაზე პერსპექტიულ მეთოდად ითვლება ეგრეთწოდებული დეცელულიარიზაცია — ორგანოს გაწმენდა უჯრედებისგან, «სუბსტრატების» (არაუჯრედული მატრიცა) შენახვით, რომელზეც შემდგომ გამოჰყავთ ახალი უჯრედები. ეს ტექნოლოგია გამოიყენეს ვირთხების ღვიძლის გადანერგვისას.
ავტორებმა დაიწყეს სამი თვის თაგვის ფილტვების დეცელულიარიზაცია, რომლისგანაც მიიღეს «სუბსტრატები», რომელზეც შემდგომ წარმოიქმნა უჯრედები ფილტვის ეპითელიუმითა და სისხლძარღვთა ენდოთელიუმით. სპეციალურად შექმნილ ბიორეაქტორში, ისეთი პირობები იყო შექმნილი, როგორიც სჭირდება ემბრიონის განვითარებას. რვა დღის შემდეგ უჯრედებმა დაიკავეს შესაფერისი ადგილი და ორგანო მზად იყო სამუშაოდ.
ცოცხალი მღრღნელების ორგანიზმში ხელოვნურმა ფილტვებმა უჩვენა აირის ცვლის დიდი ეფექტურობა, კონკრეტულად ეს მაჩვენებელი არის 95% ბუნებრივ ფილტვებთან შედარებით. ცხოველებმა ახალი ფილტვების საშუალებით გაძლეს 45–120 წუთი.
ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერს, ჯოან ნიკოლსს (Joan Nichols), მიაჩნია, რომ ექსპერიმეტი ჩატარდა უმაღლეს დონეზე, თუმცა მეცნიერებმა იჩქარეს ფილტვების გადანერგვა, რამაც ცდების დროს გამოიწვია მღრღნელების სისხლდენა. ნიკოლსის აზრით პრობლემის გადაწყვეტა შეიძლებოდა ორგანოს გამოყვანის პერიოდის ხანგრძლივობის 60 დღემდე გაზრდით.
სიუჟეტი ხელოვნურად ფილტვების მიღების ტექნოლოგიაზე:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=kisjKK58a8I
ექსპერიმენტის სრული განხილვა გამოქვეყნდება ჟურნალ Science-ში.
წყარო — ScienceNOW.


ra sainteresoa?! .
vaa, xelovnuri filtvi?? gixarodet tuberkuliozianeboo! 🙂 dzaan magaria!
tuberkuliozs abastumanic shvelis 🙂