Ubuntu Touch-ის მიმდინარე დეველოპერულ ვერსიაში, რომელიც უკვე მწარმოებელმა ყოველდღიური განახლების რეჟიმში გადაიყვანა ვრცელდება აპლიკაციების მცირე ნაკრებით. პროგრამისტებისთვის ჯერ-ჯერობით არ არის რეკომენდებული, რომ გამოიყენონ ეს, როგორც ყოველდღიურობაში გამოყენებადი პირველადი საოპერაციო სისტემა.
Zdnet-ის ჟურნალისტთან გაკეთებულ განცხადებაში მაიკლ შატლვორთმა განაცხადა:
„თქვენ ახლა ნამდვილად ვერ შეძლებთ [მიმდინარე დეველოპერული ვერსიის] გამოყენებას როგორც ყოველდღიური სისტემა, მაგრამ რამდენიმე კვირაში ეს შესაძლებელი გახდება“
რამდენად ოპტიმისტურია რამდენიმე კვირის ვადა მომხმარებლებისათვის? შესაძლოა არა, მაგრამ ის ენთუზიაზმი რომლითაც ამ. ოპ სისტემის განვითარება მიმდინარეობს არ გამორიცხავს ამ განცხადების რეალურობას.
მანამდე კი ვნახოთ თუ როგორ გამოიყურება ახლა ეს ოპ. სისტემა:
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=JFkmWiLkIbQ[/youtube]
წყარო: OMG Ubutnu!
