Canonical-მა დღეს საჯაროდ დაადასტურა, რომ ისინი მუშაობენ საკუთარ კროს-პლატფორმულ ეკრანის სერვერზე Ubuntu საოპერაციო სისტემისათვის. მისი სახელია ‘Mir‘ და ის  გახდება X Window Server-ის შემცვლელი იმისთვის, რომ გზა გაუხსნას ახალი თაობის Unity სამუშაო გარემოს. ასევე ცნობილი გახდა რომ Unity ხელახლა გადაიწერება Qt/QML ენაზე.

ეს სიახლე არ არის გასაკვირი, რადაგანაც წლის დასაწყისში ამაზე მინიშნებები გააკეთა ჯონო ბაკონმა სადაც მან თქვა, რომ შესაძლებელია ალტერნატიულ დისპლეი მენეჯერზე გადასვლა.

’’…მარტივი რეალობაა ის, რომ X არ აკმაყოფილებს საჭირო მოთხოვნებს, ასევე არ არის საკმარისი Wayaland

რატომ Mir?

როცა მარკ შატლვორთმა გადაწვიტა, რომ Ubuntu უნდა გაეშვას მობილურებზე, პლანშეტებზე, დესკტოპებსა და ტელევიზორებზე – მან ასევე დასვა ტექნიკური საკითხები, რომელიც უნდა გადაწყვეტილიყო ამის მისაღწევად. ერთ-ერთი მათგანი არის დისპლეი სერვერის საკითხი – რომელიც უზრუნველყოფ სამომხარებლო ინტერფეისის გამოსახვას და მასთან ურთიერთობას ეკრანზე.

დღეისათვის Ubuntu იყენებს X-სერვერს.

X ეფექტურია იმისთვის რასაც ის უნდა აკეთებდეს მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ კოდი, რომელზეც არის დაფუძნებული უკვე 30 წლისაა. ასაკოვანი კოდი შეიცავს ისეთ მოძველებულ ფუნქციონალს, რომელიც დღეისათვის უკვე საჭირო არ არის თანამედროვე დესკტოპებზე და მითუმეტეს მობილურებში და პლანშეტებში.

Wayland არის ალტერნატიული დისპლეის პროტოკოლი, რომელიც თავის თავში მოიცავს კომპოზიტინგის ფუნქციებსაც და მათი ცალკე დამატების საჭიროება არ არის, მაგრამ Canonical-მა გადაწყვიტა არ დაეწყო არსებული სერვერების მოდიფიკაცია და მორგება მან თავისი მოთხოვნებისათვის და Unity-თვის საკუთარი სერვერის დამუშავება დაიწყო.

ყველაზე დიდი გამოწვევა Canonical-თვის იქნება GPU-ს მწარმოებლებისთვის ისეთი პირობების შეთავაზება, რომ მათ ადვილად შეძლონ Mir-ის მხარდაჭერის განხორციელება.

Canonical-მა თქვა, რომ ისინი ახლო კონტაქტში არიან გრაფიკული ჩიპების მწარმობლებთან და მალე ისინიც ჩაებმებიან დეველოპმენტტის პროცესში სადაც გამოყენებული იქნება EGL-centric დრაივერების მოდელი, რომელიც აადვილებს დისპლეის სერვერის განვითარებას როგორც მთლიანობაში ასევე კროს-პლატფორმული თვასაზრისითაც.

Mir- ჯერ ჯერობით თავისუფალი გრაფიკული დრაივერების საშუალებით მუშაობს.

როდის?

Ubuntu Wiki-ს თუ დავუჯერებთ პირველ რიგში ის შეცვლის SurfaceFlinger-ს რომელიც გამოიყენება Android მოწყობილობებზე ეკრანის სერვერად Ubuntu Touch-ში. მომავალში ახალი სერვერი გამოყენებული იქნება დესკტოპ პლატფორმაზეც.

უკვე არის  საწყისი PPA სადაც Mir ხელმისაწვდომია ტესტირებისთვის.

მაისში უკვე დაგეგმილია პირველი გამოყენებადი დემოსტრაცია Mir+Unity Next (Unity-ის ახალი Qt/QML ვერსია) Ubuntu Touch-ზე.

2014 წლის აპრილისათვის, როცა Ubuntu-ს შემდგომი LTS რელიზი გამოვა, Canonical გეგმავს Mir და Unity-ს გამოშვება ყველა პლატფორმისათვის ერთდროულად.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ Ubuntu Wiki-ს შესაბამისი განყოფილება.

წყარო: OMG Ubuntu!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.