Opera-ს ახალ ძრავაზე გადასვლის გეგმა უკვე დიდი ხანია ცნობილია და აი დაპირებული ბეტა ვერსიაც უკვე გამოვიდა Google Android საოპერაციო სისტემისათვის და თქვენ უკვე შეძლებთ საკუთარი თვალით იხილოთ ძრავებს შორის რეალური განსხვავება. ბრაუზერში გამოიყენება იგივე ძრავა რაც მის კონკურენტ პროდუქტებში Chrome და Safari მაგრამ მთელი რიგი დამატებითი ფუნქციებით. მათ შორისაა განახლებული სწრაფი აკრეფის ჩანართი, off-road რეჟიმი მობილური ინტერნეტის დაზოგვისათვის, discover ჩანართი და HTML5-ის მხარდაჭერა. ჯერ არ არის iOS-ის ვერსია, მაგრამ იმედია მალე მასაც ვიხილავთ.

 

 

გადმოწერეთ Play Store-დან

წყარო: Engadget

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.