დიდ ბრიტანეთში ჩატარდა ოპერაცია, სადაც კატას უკანა ორი თათი შეუცვალეს ბიონიკური პროთეზებით.
ოსკარს, რომელიც არის ორ წლის, გასული წლის ოქტომბერში თათები მოაჭრა კომბაინმა, თუმცა რვა თვის შემდეგ მას ისევ შეუძლია სიარული და ხტუნვა.
პროთეზი შექმნა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა ჯგუფმა, პროფესორ გორდონ ბლანის ხელმძღვანელობით.
ოპერაცია, რომელიც ჩატარდა გასული წლის ოქტომბერში ნეიროქირურგ–ორთოპედის ნოელ ფიცპატრიკის ხელმძღვანელობით, მიმდინარეობდა სამი საათის განმავლობაში. ნოელის კლინიკა მდებარეობს გოდელმინგში (სურეის საგრაფო) და ევროპაში ერთ–ერთი უდიდესი კლინიკაა თავის სფეროში. «რევოლუცია ამ კონკრეტულ სიტუაციაში იმაში მდგომარეობს, რომ პროთეზის ერთი ნაწილი შევუხორცეთ ძვალს, ხოლო მეორე ნაწილი კანს, რაც უზრუნველყოფს მყარ დაკავშირებას», — განაცხადა დოქტორმა.
«ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაგვიჭირდა, — აღნიშნა კატის პატრონმა კეიტ ნოლანმა. — მაგრამ ჩვენ ვცდილობდით ოსკარის ინტერესებით გვემოქმედა».
სხვათა შორის, ეს ოპერაცია დაჯდა დაახლოებით 6 მლნ დოლარი.
წყარო — Metro.co.uk.


6 მლნ დოლარი კატის პროთეზში?! ოხ ეს შეშლილი, შეშლილი სამყარო! 🙂
dzalian vnerviulobdi magram axla davmshviddi – oskaris interesebi daculia!!! :))