გამომცემლობა Capcom იყწყება ზომბი–შუთერის Dead Rising 2–ის გამოშვების თარიღის გადაწევის შესახებ: თამაში გამოვა ერთი თვის შემდეგ, ანუ აშშ–ში და კანადაში თამაში გამოჩნდება 28 სექტემბერს, ხოლო ევროპაში პრემიერა შედგება 1 ოქტომბერს.

ეს ყველაფერი იმიტომ, რომ გამოვიდეს Xbox 360–ის პლატფორმაზე. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ MS-კონსოლზე დაემატება ვერსია Case Zero, რომელიც ერთგვარი ხიდი გახდება ორიგინალსა და ძველ ვერსიას შორის. «ჩვენ მოგვიწევს დამატებითი დროის დახარჯვა Xbox–თამაშებისა და ადონები ტესტირებისთვის», — განაცხადა კომპანიის სპიკერმა.

თამაში ასევე მუშავდება PC და PS3 პლატფორმებისთვის. თამაშის სიუჟეტი ვითარდება პირველი ნაწილიდან ხითი წლის შემდეგ. ზომბები მოედო მთელს შეერთებულ შტატებს და ჩვენს გმირს რჩება ერთადერთი გამოსავალი — გაანადგუროს მის ხელთ არსებული ნებისმიერი იარაღით, რაც შეიძლება მეტი ზომბი.

პროექტს აწარმოებს კანადური კომპანია Blue Castle Games.

Е3-დემონსტრაცია თამაშის Dead Rising 2:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=Q7tjRSoYvWg

წყარო — Eurogamer.

One Response

  1. zombebma realur samyaroshic gadmoinacvles 🙁

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.