Google Keep ჩანაწერების სერვისი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გამოჟონა უკვე ოფიციალურად დარელიზდა. ჩვენ უკვე გვაქვს Android აპლიკაცია და Web აპლიკაცია, რომლითაც შეიძლება სწრაფად გავაკეთოთ ჩანაწერები და to-do სიები. ყველაფერი Google Drive საცავში ინახება და Android 4.2.2 ვერსიაში არის lockscreen-ის დამატება საიდანაც უფრო ადვილად მიგიწვდებათ ხელი პროგრამაზე.
ახლა უკვე ცნობილია თუ რატომ შეწყვიტა Google-მა Notebook სერვისი და თუ რა გეგმები ქონდა მას მისი შემდგომი განვითარებისათვის. მათი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა ნიშნავ იმას, რომ გიგანტი კოკურენციას გაუწევს ისეთ აპლიკაციებს, როგორიცაა Evernote და S-Note. ჯერ-ჯერობით S-Pen-ის მხარდაჭერა არ არის განხორციელებული მაგრამ, მომავალში იმედი მაქვს, რომ იქნება ჩანახატების გაკეთების საშუალებაც და გადაღებულ სურათებზე ტექსტის და სახეების ამოცნობაც, რაშიც Google-ს საკმაო გამოცდილება აქვს.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=UbvkHEDvw-o[/youtube]
აპლიკაციის გადმოწერა და დაყენება შეიძლება ნებისმიერ Android სმარტფონზე Google Play მაღაზიითა და ოპ. სისტემის მინიმუმ 4.0 ვერსიით.
ვისაც არ გაქვთ Android მოწყობილობა შეგიძლიათ ისარგებლოთ პროდუქტის Web ვერსიით მისამართზე drive.google.com/keep

