Microsoft – მა უარყო Xbox – ის მართველის Aaron Greenberg – ის განცხადება იმის შესახებ რომ პროექტი Milo & Kate მხოლოდ დემონსტრაციაა.

გრინბერგმა განაცხადა რომ ეს პროექტი მხოლოდ ტექნიკური დემოა, შექმნილი სტუდია Lionhead – ის მიერ Kinect – ის პოპულარიზაციისთვის. “ეს არ არის თამაში და ჩვენ არ ვაპირებთ მის გასაყიდად გამოტანას” – განაცხადა ხელმძღვანელმა.

როგორც აღმოჩნდა აარონ გრინბერგს არასწორად ესმოდა MS – პოლიტიკამ ამიტომ ამას მოყვა სრულიად საწინააღმდეგო განცხადებები Microsoft – ის მხრიდან.

” პროექტი Milo არავის გაუუქმებია, მისი დამუშავება გრძელდება სტუდია Lionhead – ის მიერ, — დაწერა აარონ გრინბერგმა თავის Twitter-ბლოგზე.— მე მხედველობაში მქონდა რომ ეს თამაში ამ წელს არ გამოვიდოდა და არა ამ პროექტის მთლიანად უარყოფა. Lionhead Studios ყოველთვის იყო ინოვატორი, და ახალი თამაშიც ამის დამადასტურებელია”.

თამაშის სიუჟეტი ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება. ამ დროისთვის ცნობილია ის რომ მანიპულატორი Kinect მოგვცემს საშუალებას პერსონაჟებთან უშუალო ურთიერთმოქმედების, ვირტუალური ნივთებით და გარემოცვით მეტიც შესაძლებელია ნივთების “გადაცემა” რეალური სამყაროდან ვირტუალურში.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=CPIbGnBQcJY

გამოყენებულია Eurogamer – ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.