სტივ კონდიკი, რომელიც არის CyanogenMod-ის შემქნელი და დეველოპერი, Samsung-დან წავიდა სადაც პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერის თანამდებობაზე იყო 19 თვის განმავლობაში. როგორც Google+ზე მან თავის მიმდევრებს განუმარტა კომპანიიდან წასვლა Galaxy S4-ს უკავშირდება და რომ მას სურვილი აქვს სხვა სხვა საქმით დაკავდეს
სანამ ის Samsung-ს დატოვებდა მას ქონდა დრო კარგად გაცნობოდა ბლოლო ფლაგმანურ სმარტფონს და თვლის, რომ მისი აპარატული მონაცემები ძალიან შთამბეჭდავია, თუმცა იგივეს ვერ იტყვის TouchWiz-ში განხორციელებულ ცვლილებებზე. როგორც მან აღნიშნა “TouchWiz ისეთ შეგრძნებას ტოვებს თითქოს რამდენიმე წლით უკან დავბრუნდით Froyo-ს დროში”
კონდიკი 2011 წლის აგვისტოდან მუშაობს Samsung-ში და ამასთანავე აგრძლებდა მუშაობას CyanogenMod-ის განვითარებაზე, როგორც გვერდითა პროექტი. როგორც ის ამბობს თავის პოსტში Samsung-ს ის კეთილი სურვილებით ტოვებს და დადებითად აფასებს იმ დროს რაც იქ გაატარა. რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს ყველაფერი რამდენიმე თვეში იქნება გარკვეული.
წყარო: TheVerge

