Android პლატფორმის უსაზღვრო შესაძლებლობების კედევ ერთი დასტურია ეს შესანიშნავი პროგრამა რომელიც დღეს მინდა წარმოგიდგინოთ. DriveDroid-ის შესახებ xda-developers ფორუმის ბლოგიდან შევიტყვე სადაც თავმოყრილია Android დეველოპერების ძალიან დიდი ჯგუფი. პროგრამის ავტორია ამ ფორუმის წევრი FrozenCow რომელმაც ეს აპლიკაცია უკვე Google-ის PlayStore-ში განათავსა
ცნობილია, რომ Android ტელეფონების უმრავლესობას აქვს USB Host Controller-რომელიც საშუალებას გვაძლევს მივუერთოთ მას ნებისმიერი გაჯეტი USB პორტზე, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ფუნქციონალის სხვა კუთხით გამოყენებასთან. Android მოწყობილობის სისტემურ ბირთვს წარმოადგენს Linux საოპერაციო სისტემა და მისი უსაზღვრო ფუნქციონალური შესაძლებლობები საშუალებას იძლევა მოწყობილობის პორტი კომპიუტერს დავანაოთ იმისდა მიხედვით თუ რა თვისებებით გვჭირდება სარგებლობა.
ჩვეულებრივ Android მოწყობილობა კომპიუტერს Media Transfer Protocol-ით უკავშირდება იმისთვის, რომ ადვილად შევძლოთ ფაილების ჩაწერა და წაკითხვა მოწყობილობის შიდა ან დამატებით მეხსიერებიდან ისე, რომ სამრტფონში გაშვებულმა პროგრამებმა უწყვეტად გააგრძეონ მუშაობა.
ასევე არის Mass Storage რეჟიმი, როცა ტელეფონის საოპ. სისტემას უწყდება კავშირი საცავთან და მხოლოდ კომპიუტერი სარგებლობს ამ მოწყობილობით. სწორედ ამ რეჟიმში არის შესაძლებელი ჩვენი ტელეფონის შიდა თუ დამატებითი მეხსიერება გავხადოთ კომპიუტერისთვის ჩვეულებრივი ფლეშ დრაივი ან CD-ROM დრაივი.
პროგრამის მუშაობისთვის აუცილებელია ROOT წვდომა, ანუ გახსნილი უნდა იყოს bootloader, ასევე სასურველია სარგებლობდეთ Cyanogenmod-ით ან ბირთვის ისეთი ვერსიით რომელსაც აქვს UMS (USB Mass Storage Mode), უმრავლესობა ქარხნულ ვერსიებში ამის მხარდაჭერა არის. თუ თქვენი ტელეფონი გარუთულია და გაქვს UMS-ის მხარდაჭერა მაშინ ამ პროგრამით სარგებლობას უპრობლემოდ შეძლებთ.
მას შემდეგ რაც დააყენებთ პროგრამას ერთადერთი რაც გჭირდებათ ეს არის თქვენთვის სასურველი საოპერაციო სისტემის ISO ფაილი, რომელიც შეგიძლიათ კომპიუტერიდან ჩაწწეროთ პროგრამაში მითითებულ მისამართზე (ტელეფონის შიდა ან დამატებით მეხსიერებაში) და აირჩიოთ საურველი რეჟიმი მისი კომპიუტერისათვის მიწოდებისათვის. როცა ამ ყველაფერს გააკეთებთ გადატვირთეთ თქვენი კომპიუტერი მიუერთეთ მას მობილური ტელეფონი და BIOS-ში გამოჩნდება თქვენს მიერ შექმნილი ფლეშ ან CD-ROM მოწყობილობა როგორც ჩატვირთვის ოფცია.
პროგრამაშივე შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი Linux დისტრიბუტივების გადმოწერა ოფიციალური წყაროებიდან.
პროგრამა უფასოა, ამგრამ არის ფასიანი ვერსიაც, რომლის დატვირთვა მხოლოდ დეველოერისთვის გაწეული სამუშაოს დაფასება იქნება მადლიერი მომხმარებლის მხრიდან. ასე-რომ სისტემურო ადმინისტრატორებო გადმოიწერეთ და გასინჯეთ ეს სიახლე, თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით.
გადმოსაწერი ბმულები: უფასო და ფასიანი ვერსია



