კომპანია Blizzard Entertainment – მა დაიწყო თამაშის დამატება Cataclysm – ის საზოგადოებისთვის ჯერ-ჯერობით დახურული ბეტა ტესტირება.
როგორც ცნობილია ამ წლის აპრილში და მარტში ჩატარებული ალფა ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა. აღმოჩენილი შეცდომების შესწორების შემდეგ Blizzard მა მოამზადა თამაშის ბეტა ვერსია და შერჩევით გაუგზავნა მოსაწვევები World of Warcraft – ის ერთგულ მოთამაშეებს. სამწუხაროდ თუ თქვენ ვერ მოხვდით იმ იღბლიანთა სიაში, მოგიწევთ წლის ბოლომდე მოცდა. მართალია თამაშის რელიზის ძუსტი თარიღი არ სახელდება, მაგრამ Blizzard ირწმუნება რომ ის გამოვა 2010 წლის ბოლომდე.
სხვათაშორის, ტესტირებაში მონაწილეობის მიღება ჯერ კიდევ შესაძლებელია. საკმარისია ქსელ Battle.net – ზე დარეგისტრირება, განცხადების გაკეთება და შემდეგ ლოდინი 🙂 .
Cataclysm – ში მოთხრობილია ახალი ისტორია აზეროტზე. ” უძლიერესმა სისხლიანმა დრაკონმა გაიღვიძა და ამან სამყაროში დაუჯერებელი ცვლილებები გამოიწვია”. — ასე ამბობენ მისი მწარმოებლები. ასევე ცნობილია რომ თამაშს დაემატება ორი ახალი რასა ( მათ შორის გობლინები) ხოლო პერსონაჟის განვითარების მაქსიმალური 85 დონე იქნება.
WoW:Cataclysm – ის ტრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=5tURPlwCbhc
გამოყენებულია Eurogamer – ის მასალები.


gamova 2 oqtombers us-ze da eu-ze 2kviris mere