
კომპანია Nokia გეგმავს გამოუშვას თავისი პირევლი სმარტფონი Snapdragon-ის ფლატფორმის ბაზაზე, გვამცნო Qualcomm-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პოლ იაკობსმა ფინურ გაზეთ Helsingin Sanomat-თან ინტერვიუში.
ბატონმა იაკობსმა არ დააზუსტა როდის გამოვა კომუნიკატორი ბაზარზე და რა ტექნიკური მონაცემები ექნება, მხოლოდ აღნიშნა რომ ოპერაციული სისტემის როლში იქნება Symbian.
Snapdragon–ის თვისებების გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სმარტფონი მუშობს მაღალი ხარისხის ვიდეოსთან და სამგანზომილებიან გრაფიკასთან. სავარაუდოდ აპარატი მიიღებს Wi-Fi კონტროლერს. ასევე არ არის გამორიცხული, რომ კომუნიკატორში მოსინჯული იქნება შემდეგი თაობის Snapdragon პლატფორმა. რომლის შემადგენლობაშიც შევა პროცესორი Scorpion სიხშირით 1.5–გჰც–მდე.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ნახევარი წლის წინ ურთიერთობა Nokia–სა და Qualcomm–ს შორის დაძაბული იყო. კომპანიები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ ტექნოლოგიაზე პატენტის დარღვევაში, გამოყენებული ფიჭური კავშირის სისტემებში და აღწევდნენ განსაზღვრულ პროდუქტებზე იმპორტის აკრძალვას და გაყიდვას აშშ ტერიტორიააზე. 2008 წლის ზაფხულში Nokia–მ და Qualcomm–მა მოაგვარეს კონფლიქტი და დადეს ხანგრძლივი ლიცენზირებული შეთანხმება, რომელიც ეხება ტექნოლოგიებს და უკაბელო კავშრის GSM, EDGE, CDMA, WCDMA, HSDPA, WiMAX და LTE სტანდარტებს.
გამოყენებულია Electronista–ს მასალები.
