კორპორაცია Microsoft – მა წარმოადგინა ტექნოლოგია InstaLoad, რომელიც საშუალებას იძლევა ელემენტის გააქტიურებისა იმის მიუხედავად თუ როგორ დევს ის.

“სამართალდამცავი ორგანოები, სამხედროები, მშენებლები, სპორცმენები, ტურისტები – ყველა ნახავს სარგებელს ამ სიახლიდან! – დარწმუნებით აცხადებენ ავტორები. — ნებისმიერი, ვისაც შეხება აქვს ციფრულ კამერებთან და ჭირდება მისი ელემენტების ხშირი ცვლა აუცილებლად გაგვიგებს”.

ელემენტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი Duracell უკვე დაინტერესდა ამ სიახლით, ხოლო კომპანია Allsman Enterprises უკვე იწყებს ახალი ტექნოლოგიებით პოლიციის ფანრების დამზადებას. “სხვათა შორის ის რომ ელემენტების სწორად ჩადების საჭიროება აღარ არის სტრესულ მდგომარეობაში, ეს უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფაქტორია”, — განაცხადა ფირმის უფროსმა მარკ ოლსმანმა.

“კეთილმა” Microsoft – მა თავისი ტექნოლოგიის უფასოდ გამოყენების საშუალება მისცა იმ მოწყობილობებისთვის რომლებიც განკუთვნილია  სმენადაქვეითებულებისთვის და უსინათლოებსთვის.

შინაარსობრივად InstaLoad — ეს არის მხოლოდ აკუმლატორის მექანიკური კონსტრუქცია, რომელსაც არ სჭირდება სპეციალური ელექტრონიკა ან სქემა. ელემენტს აქვს დადებითი და უარყოფითი კონტაქტი ორივე მხრიდან, და არა ისე როგორც ჩვეულებრივ ელემენტებში ერთი მხარე დადებითი და მეორე მხარე უარყოფითი. ძალიან მარტივი და გენიალურია.

გამოყენებულია France Press და Microsoft -ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.