როგორც ამ შესანიშნავი აპლიკაციის დეველოპერების გუნდი იუწყება, ეს მნიშვნელოვანი განახლებაა და ყველას ვინც სარგებლობს ამ მედია-ფლეერით რეკომენდირებულია განახლდენ შემდეგ მაჟორულ ვერსიამდე 2.0.6. შეგახსენებთ, რომ ეს არის მულტიპლატფორმული მედია ფლეერი ფორმატების თითქმის სრული მხარდაჭერით.
ცვლილებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია:
- Matroska V4 ფაილების მხარდაჭერა
- გაუმჯობესებული DBus და MPRIS ინტერფეისები
- ჩასწორებები MKV, OGG, AVI, WMV ფორმატის აღწარმოებისას
- გამოსწორდა HTML Srt სუბტიტრების მხარდაჭერა
- სტაბილურად მუშაობს HTTPS პროტოკოლი
ცვლილებების სრული სიის სანახავად იხილეთ videolan.org/developers/vlc-branch/NEWS
მათთვის ვინც არ სარგებლობთ ამ პროგრამით შეგიძლიათ გადმოიწეროთ ნებისმიერი პლატფორმისთვის შემდეგი ბმულიდა http://www.videolan.org/
მათთვის ვისაც Linux-ზე უნდა ბოლო ვერსიამდე განახლება შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი რეპოზიტორიით:
sudo add-apt-repository ppa:videolan/stable-daily
sudo apt-get update && sudo apt-get install vlc

