ალბათ ყველა მკითხველმა იცის რომ Google-ს აქვს შესანიშნავი მუსიკალური ღრუბლოვანი სერვისი Play Music, რომელიც საშუალებას იძლევა 20 000 მუსიკალური კომპოზიცია ავტვირთოთ ჩვენი კომპიუტერიდან სერვერებზე და შემდგომში მოვუსმინოთ მათ Android მოწყობილობებსა და სხვა კომპიუტერებზე, თუნდაც ბრაუზერის საშუალებით. მობილურ აპლიკაციას შეუძლია მუსიკალური კონტენტის ჩამოტვირთვა მომხმარებლის შერჩევითაც.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=NCmJ-hie0H4[/youtube]

პრიველ რიგში რაც გვჭირდება ეს არის Google Play Music სერვისზე რეგისტრაცია, რომლის გავლაც საქართველოდან შეუძლებელია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენი პატარა და ლამაზი ქვეყანა არ არის მხარდაჭერილი ქვეყნების სიაში სადაც Google თავისი ციფრული კონტენტით ვაჭრობს. იმედია ძალიან მალე გვექნება არა მარტო Play Music ასევე Play Store ჩვენი მობილური ოპერატორებისათვის.

მოკლედ შევუდგეთ საქმეს და პირველ რიგში გავიაროთ რეგისტრაცია Goolge Play Music-ზე, რომელიც http://music.google.com-მისამართზე შესვლით იწყება. რა თქმა უნდა ვისარგებლებთ PPTP VPN შეერთებით, რომლის უფასოდ გაკეთების საშუალებასაც გვაძლევს http://usafreevpn.com. VPN შეერთების ინსტრუქციით თავს არ შეგაჭყენთ და პირდაპირ გადავალ იმაზე თუ როგორ დავაყენოთ ჩვენს Ubuntu-ში შესაბამისი პროგრამები, რომ მოვახდინოთ Play Music-თან დაკავშირება.

პირველ რიგში გვჭირდება Music Manager აპლიკაცია ლინუქსისათვის, რომლის გადმოწერაც შესაძლებელია შემდეგი ბმულებიდან:

32-ბიტიანი ვერსია:
http://dl.google.com/linux/direct/google-musicmanager-beta_current_i386.deb 

64-ბიტიანი ვერსია:
http://dl.google.com/linux/direct/google-musicmanager-beta_current_amd64.deb

ჩამოტვირთეთ თქვენი სისტემის შესაბამისი ვარიანტი და შეუდექით ინსტალაციას:

ინსტალაციის დასრულების შემდეგ Unity-ს მენიუში აკრიფეთ music

სტატუსის ზოლში მარჯვენა ზედა კუთხეში ყურადღება მიაქციეთ აპლიკაციის იკონას, რომლის საშუალებითაც შემდგომში შეგიძლიათ მართოთ სინქრონიზაციის პარამეტრები.

ამ ყველაფრის შემდეგ შეარჩიეთ თუ რომელი ფოლდერიდან გინდათ მუსიკის ატვირთვა და დაელოდეთ სინქრონიზაციას, რომელიც თქვენი ინტერნეტთან შეერთების სიჩქარეზეა დამოკიდებული მხოლოდ.

მას შემდეგ რაც დასრულდება ფაილების ატვირთვა თქვენ შეძლებთ ბრაუზერის საშუალებით მოუსმინოთ თქვენს მუსიკალურ ბიბლიოთეკას ნებისმიერი კომპიუტერიდან. რაც შეეხება Ubuntu-ში ღღუბლოვანი მუსიკალური ბაზების მოსმენას შემიძლია შემოგთავაზოთ მშვენიერი აპლიკაცია Nuvola Player-რომლის დაყენებაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ ტერმინალიდან შემდეგი ბრძანებების კრეფით:

ამის გარდა ჩამოტვირთული მუსიკის მოსმენა შეგიძლიათ ნებისმიერი მუსიკალური ფლეერით, რომელიც Linux ოპერაციული სისტემისათვის უამრავია პროგრამული უზრუნველყოფის ოფიციალურ და არაოფიციალურ რეპოზიტორიებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.