ძვირფასო iPhone 4 – ის მომხმარებლებო,

iPhone 4 არის ყველაზე წარმატებული პროდუქტი Apple – ის ისტორიაში. მიმომხილველების მიერ მთელი მსოფლიოდან ის შეფასებულია როგორც საუკეთესო სმარტფონი, მომხმარებლებმაც გვითხრეს რომ მათაც ძალიან მოეწონათ. ჩვენ ძალიან გაკვირვებულები ვიყავივით როდესაც წავიკითხეთ მიღებული პრობლემები და ჩვენ მაშინვე დავიწყეთ მათი შესწავლა.

თუ მოუჭერთ ხელს თითქმის ყველა ტელეფონის სიგნალის მიღება ერთი ხაზით მაინც შემცირდება. ესე ხდება  iPhone 4 -ის, iPhone 3GS, Nokia და ასევე RIM – ტელეფონების შემთხვევაშიც. მაგრამ ზოგიერთმა მომხმარებელმა შეგვატყობინა რომ  ტელეფონის ისე დაჭერისას როდესაც ხელი ფარავს მარცხენა ქვედა კუთხეში შავ ზოლს მაშინ ტელეფონის სიგნალი 4 ან 5 ხაზით იწევს. ეს ნორმალურზე ბევრად დიდი სიხშირის დაცემაა, შედეგად ბევრმა თქვა რომ Iphone 4 აქვს გაუმართავი ანტენის სისტემა.

ამასთან ერთად ჩვენ ასევე ვიღებთ ათასობით წერილს რომლებშიც მომხმარებელი გვეუბნება რომ iPhone 4  უკეთესი სიხშირის მიღება აქვს ვიდრე iPhone 3GS. ისინი გახარებულები არიან. ეს ემთხვევა ჩვენი ტესტების და კვლევების შედეგებსაც, რითი შეიძლება აიხსნას ეს ყველაფერი?

ჩვენ მივხვდით სიხშირის დაცემის მიზეზს და ეს მიზეზი ერთდროულად გასაკვირიცაა და გამაოცებელიც.

ჩვენ გავშეშდით როცა მივხვდით რომ ის ფორმულა რომელსაც ჩვენ ვიყენებდით იმის გამოსათვლელად თუ რამდენი სიგნალის სიძლიერის ხაზი უნდა ყოფილიყო , აღმოჩნდა სრულიად არაზუსტი. ჩვენი ფორმულა აღმოჩნდა არაზუსტი ანუ როდესაც საჭირო იყო სიხშირის სიგნალის გამოსახატავად გამოჩენილიყო ორი ხაზი ამ დროს ჩანდა ოთხი. მომხარებლები რომლებმაც შეამჩნიეს მკვეთრი სიგნალის ვარდნა როდესაც მათ ტელეფონი გარკვეულ მდგომარეობაში ეჭირათ, ისინი სავარაუდოდ იყვნენ ადგილას სადაც ძალიან დაბალი სიგნალია, მაგრამ მათ ეს არ იცოდნენ რადგან ჩვენი შეცდომის გამო გამოსახული იყო 4 ან 5 ხაზი და მათი სწრაფი ვარდნაც იმიტომ ხდებოდა რომ რეალურად მაღალი სიხშირე იმ ადგილას არც ყოფილა.

ამის გამოსასწორებლად ჩვენ გამოვიყენებთ AT&T – ის მიერ რეკომენდირებულ ფორმულას მოცემული სიგნალის სიხშირის გამოსახატავად. რეალური სიგნალის სიხშირე იგივე იქნება, მაგრამ iPhone – ის ხაზები მას ბევრად უფრო აკურატულად და მოსახერხებლად გამოხატავენ.ჩვენ 1 2 და 3 ხაზებს უფრო დიდს გავაკეთებთ რადგან უკეთესად დაინახოს მომხმარებელმა.

უახლოეს კვირებში ჩვენ გამოუშვებთ პროგრამას, რომლიც შეიცავს სწორ ფორმულას. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პრობლემა არსებობდა iPhone -ის გამოშვებისთანავე ეს პროგრამა იქნება iPhone 3GS და iPhone 3G -ისთვისაც.

ჩვენ დავუბრუნდით ლაბორატორიებს და ტესტებმა აჩვენეს რომ iPhone 4 – ის Wireless კავშირი არის საუკეთესო რაც ჩვენ ოდესმე გაგვიკეთებია. იმ მომხმარებლების დიდი უმრავლესობისთვის ვინც ამ პრობლემას არ შეუწუხებია; ეს პროგრამა მხოლოდ დახვეწავს სიხშირის გამოსახულებას. ხოლო მათ ვინც შეწუხდა ამ შეცდომით დიდ ბოდიშს ვუხდით ამის გამო.

შეგახსენებთ, რომ ისინი ვინც მაინც არ იქნებიან კმაყოფილნი დაუზიანებელი ტელეფონის უკან დაბრუნება შეეძლებათ Apple – ის ნებისმიერ ოფიციალურ მაღაზიაში 30 დღის განმავლობაში თანხის სრული დაბრუნებით.

იმედი გვაქვს თქვენ შეიყვარებთ iPhone 4 ისე როგორც ის გვიყვარს ჩვენ.

დიდი მადლობა მოთმინებისთვის და მხარდაჭერისთვის.

Apple

წერილის ორიგინალი .

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.