კალიფორნიის უნივერსიტეტის, ვაშინგტონის ინსტიტუტისა და ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომებმა აღმოაჩინეს მეოთხე ეგზოპლანეტა წითელი ჯუჯას, Gliese 876–ის, სისტემიდან.

Gliese 876 მდებარეობს მერწყულის თანავარსკვლავედში და დედამიწიდან დაშორებულია 15 სინათლის წლით. ეს ვარსკვლავი ძალიან კარგად არის შესწავლილი; მისი მასა შეადგენს მზის მასის 0,32 ნაწილს, რადიუსი — 0,3. მისი ასაკი აჭარბებს მილიარდ წელს.

პირველი პლანეტა, Gliese 876 b, სისტემაში აღმოაჩინეს 1998 წელს. მას თავის ვარსკვლავის გარშემო ერთი სრული ბრუნის გასაკეთებლად სჭირდება 61 დღე და მასით ორჯერ აღემატება იუპიტერს.

მეორე გიგანტური პლანეტა, Gliese 876 с, რომლის ორბიტალური პერიოდია 30 დღე, ასტრონომებმა აღმოაჩინეს სამი წლის მერე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ორი პლანეტის მდებარეობის თანაფარდობაა 2:1–ზე.

და ბოლოს, 2005 წელს მეცნიერებმა განაცხადეს მესამე, Gliese 876 d, პლანეტის აღმოჩენის შესახებ, რომელიც შესამჩნევად განსხვავდება წინა ორისგან. მას ორბიტაზე სრული ბრუნის გასაკეთებლად ჰყოფნის ორი დღე და დედამიწას მასით აღემატება «სულ რაღაც» 7–8–ჯერ.

ახალმა ეგზოპლანეტამ მიიღო სტანდარტული სახელწოდება Gliese 876 e. ეს ეგზოპლანეტა მასით დედამიწას აღემატება 13,4–ჯერ და ძალიან გავს ურანს.

დიდი ინტერესს იწვევს Gliese 876 e–ს ბრუნვის ხანგრძლივობა თავის ორბიტაზე, რომელიც შეადგენს 124 დღეს. მოცემული სამი ექზოპლანეტის Gliese 876 с–ს, Gliese 876 b–ს და Gliese 876 e–ს ორბიტაზე ბრუნვის თანაფარდობაა 4:2:1.

სიახლის სრული ვერსია გამოქვეყნდება ჟურნალში The Astrophysical Journal.

წყარო ScienceNOW.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.