ბაზრის სხვა მსხვილი მოთამაშეების მსგავსად კომპანია Google-მა 2013 წლის პირველი კვარტლის შედეგები წარმოადგინა. უმარავი მოსაწყენი ციფრების გარდა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლარი პეიჯმა Motorola-ს ახალ სმარტფონებზე და Google Glass-ზეც ისაუბრა.
თავიდან პეიჯმა ინვესტორებს ფინანსური წამრმატებების შესახებ ამცნო და აღნიშნა, რომ კომპანიამ 14 მილიარდიანი შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება სუფთა მოგებას აქ 2013 წლის პუირველ სამ თვეში 3.35 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რაც 14%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან.
როგორც ზევით აღვნიშნე პეიჯმა Google Glass-ის მომავალზეც ისაუბრა და თქვა, რომ სუპერ სათვალეები Android-ის მართვის ქვეშ მუშაობენ და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ის ყველაზე უნივერსალური საოპერაციო სისტემაა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რომელი ვერსიის Android მუშაობს Google Glass-ზე, თუმცა ამას ალბათ მოახლოებულ Google I/O 2013 კონფერენციაზე შევიტყობთ დანამდვილებით. Motorola Mobility-ს შესახებ პეიჯმა თქვა, რომ ყველაზე მეტი ყურადღება დაეთმობა მოწყობილობების ავტონომიურად მუშაობის პრობლემას და ნამდვილად მყარი და გამძლე კორპუსებას. ამის გარდა მან თქვა : “როცა დავინახე მომავალი პროდუქტები გაკვირვებული დავრჩი იმ პოტენციალით რაც მათში არის ჩამალული”
იმედია Google სა და Motorola Mobility-ს პროდუქტები არა მარტო ლარი პეიჯს გააოცებს და ჩვენც კმაყოფილი დავრჩებით 🙂
წყარო: Android Community

