სტრატეგია StarCraft II-ის პროდიუსერი კრის სიგატი (Chris Sigaty) შეგვპირდა რომ თამაშს ექნება სამგანზომილებიანი გამოსახულების ტექნოლოგიის მხარდაჭერა.
3D გამოსახულება — ბოლო დროის “მოდა”. Blizzard-მაც გადაწყვიტა არ ჩამორჩენოდა და განაცხადა რომ მზადაა ამ თამაშში nVidia 3D – ის ტექნოლოგიის ინტეგრაციისთვის. ყოველ შემთხვევაში რელიზ ვერსიაში რომელიც 27 ივლისს გამოვა ეს სიახლე ჯერ არ იქნბა. “ფუნქცია დაემატება თამაშს პატჩის სახით რამდენიმე თვეში”, — განმარტა კრის სიგატიმ.
როგორც იცით თამაში გაყოფილი იქნება ორ ეპიზოდად. პირველი — Wings of Liberty — რომელიც მოგვითხრობს მოვლენებზე რომელიც ხდება ომის დამთავრებიდან 4 წლის შემდეგ. არცერთი მზვერავი ხომალდი არ დაბრუნებულა ზერგების სექტორიდან. ზოგს ეგონა, რომ ეს სიჩუმე სისხლისმღვრელი ომის საფუძველი იქნებოდა და მართლებიც აღმოჩნდნენ…
Starcraft II – ის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=r7d5XheWiBk
გამოყენებულია VG247-ის მასალები.

