Новинка сохранит формфактор предшественника — ThinkPad W700ds.

უახლოეს მომავალში კომპანია Lenovo გამოუშვებს განახლებულ ნოუთბუქს ThinkPad W700ds, რომელიც წარმოდგენილი იყო 2008 წელს.

ThinkPad W701ds როგორც წინამორბედს, ექნება ორი დისპლეი: მთავარი ეკრანის დიაგონალი–17დიუმი, გაფართოებით WUXGA (1920×1200 პიქსელი), ასევე დამხმარე 10,6 დიუმიანი პანელი გაფართოებით  WXGA (1280×800 წერტილით). მეორეხარისხოვანი დისპლეი არის კომპიუტერის ზედა სახურავის მარჯვენა მხარეს და სპეციალური სამაგრის მეშვეობით ტრიალდება ვერტიკალური ღერძის გარშემო.

ThinkPad W701ds–ში დევს ბოლო თაობის ჩიპი Intel Core, ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა –16გბ. მონაცემების შენახვის სისტემის შემადგენლობაში შევა მყარი დისკი მოცულობით 500გბ და ლოკალური დისკის მეხსიერება 256გბ–მდე.

ვიდეოქვესისტემა– გრაფიკული ადაპტერი nVidia Quadro FX 3800M, აღჭურვილი 128 ბიტიანი ვიდეო პროცესორით და 1 გბ მეხსიერებით.

სხვა თვისებებს შორის ნოუთბუქში მოიხსენიება მრავალფორმატიანი DVD–ჩამწერი, Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები, ჩადგმული პლანშეტი Wacom და ქარდრიდერი. დადგენილია USB 3.0 და DisplayPort ინტერფეისების მხარდაჭერა.

ნოუთბუქი უფრო მეტად დააინტერესებს დიზაინერებს, ანიმატორებს და ასევე მომხმარებსლებს, რომლებთაც საქმე აქვთ გრაფიკულ ინფორმაციასთან. მოსალოდნელია, რომ სიახლე წარმოდგენილი იქნება თვის ბოლოსთვის.

გამოყენებულია Engadget–ს მონაცემები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.