როგორც TheVerge გვატყობინებს, Google-მა კიდევ ერთი სიახლე შემოიტანა საერთაშორისო ურთიერთობებში – თუ მანამდე სახელმწიფოების აღიარების უფლება მხოლოდ სხვა სახელმწიფოებს ქონდათ, ახლა ამის უფლება საძიებო გიგანტსაც შეუძლია. სინამდვილეში კომპანიამ უბრალოდ შეცვალა საძიებო სისტემის ლოგოტიპზე წარწერა “Google პალესტინის ტერიტორიაზე” – “Google პალესტინა”-ით. როგორც ჩანს ეს ფაქტი საერთაშორისო ინციდენტის მიზეზიც გახდა.
ისრაელის საგარეო საქმეთ მინისტრის პრეს-მდივანმა განაცხადა: “ეს ცვლილება კითხვებს ბადებს კერძო ინტერნეტ-კომპანიის გასაკვირ ჩარევასთან დაკავშირებით საერთაშორისო პოლიტიკაში”.
როგორც ცნობილია პალესტინის დამოუკიდებლობის ცნობის წინააღმდეგ ისრალეი და ამერიკის შეერთებული შტატები გამოდის, თუმცა Google-მა განაცხადა, რომ გარკვეულ წყაროებთან კონსულტაციის შემდეგ მათ გადაწყვიტეს გაეროს, ICANN, ISO და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს დაყრდნობოდენ საიტზე სახელწოდების შეცვლისას.
პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის მრჩეველმა განაცხადა: “ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, ეს ნაბიჯი კარგი მაგალითია სხვებისთვის და ურიგო არ იქნებოდა სხვებმაც რომ გამოიყენონ პალესტინა და არა “პალესტინის ტერიტორიები”
გასული წლის ნოემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ პალესტინას სახელმწიფო-დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭა (მანამდე მას მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსი ქონდა). ამ გადაწყევეტილებას მხარი 138-მა ქვეყანამ (მათ შორის საქართველომაც) მხარი დაუჭირა, 41-მა ქვეყანამ თავი შეიკავა ხოლო წინააღმდეგი მხოლოდ 9 იყო ისრაელისა და ა.შ.შ-ს ჩათვლით.
Google-ში აღნიშნეს, რომ სახელწოდების ცვლილება “პალესტინის ტერიტორიების” ნაცვლად “პალესტინა” არა მხოლოდ საძიებო გვერდს შეეხო, ის ასევე კომპანიიის ყველა პროდუქტში დაფიქსირდება.

