Search

ISS – ლინუქსზე გადადის

კიტ ჩუვალა, რომელიც არის United Space Alliance-ის თანამშრომელიც და ნუთბუქების და ქსელების მართვის განყოფილების უფროსი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იტყობინება, რომ NASA-მ გადაწყვიტა სადგურის ყველა კომპიუტერი მალე Linux-ზე გადავა:

ჩვენ ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია Windows-დან Linux-ზე გადავიტანეთ, იმიტომ, რომ გვჭირდებოდა სტაბილური და საიმედო საოპერაციო სისტემა, რომელიც ჩვენ სრული კონტროლის საშუალებას მოგვცემდა. და თუ ჩვენ რამის ჩასწორება დაგვჭირდებოდა, პარამეტრების შეცვლა და ადაპტირება – ლინუქსი ამის საშუალებას მოგვცემს. უმთავრესი დისტრიბუტივის როლს Debian 6 შეასრულებს, რომელიც მანამდეც გამოიყენებოდა ზოგიერთი საბორტო სისტემის მუშაობის სქემაში მისი შექმნის დღიდან, თუმცა Windows დღემდე იყო პრიორიტეტული საოპ. სისტემა პერსონალური კომპიუტერებისათვის.

ამის გარდა, ცნობილი გახდა, რომ Linux გამოყენებული  იქნება ფუტურისტულ რობოტ-ასტრონავტში Robonaut, რომელიც უნდა დაეხმაროს კოსმონავტებს, მძიმე და საშიში დავალებების შესრულებაში, როგორც სადგურზე ასევე ღია კოსმოსში.

სპეციალურად ISS-ის გუნდისთვის, Linux Foundation Training-ზე რომელიც დომენიკ დიუვალის ხელმძღვანელობით ჩატარდა შეიქმნა რამდენიმე ტრენინგი Linux-ზე პროგრამირებისათვის. ჩუვალას სიტყვებით მოსამზადებელი მატერიალები გუნდს ძალიან მოეწონა:

თავიდან მე ვნერვიულობდი, რომ ზოგიერთი ჩვენი ტექნიკოსი მოიწყენდა, მაგრამ ეს არ მოხდა, პირიქით ხალხმა დიდი ინტერესი გამოიჩინა.

გასათვალისწინებელია დიუვალის აზრიც, რომელიც ამბობს:

NASA იმდენად ჰეტეროგენულია, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მათ აქვთ ლინუქსის ისეთი მძიმე დისტრიბუტივები, როგორიცაა Debian და RHEL-ისა და CentOS-ის სხვა და სხვა ვერსიები. რამდენადაც ჩვენი ტრენინგი მოქნილია განხილული დისტრიბუტივების მიმართ, ჩვენ შევძელით მათი ერთ ტრენინგ სესიაში გაერთიანება.

რა თქმა უნდა სამომხმარებლო Linux-ზე ამ ფაქტის გავლენა დიდი არ იქნება, თუმცა ჩვენ ლინუქსოიდებს კიდევ ერთი მიზეზი გვექნება ვიამაყოთ ამ საოპერაციო სისტემით.