Логотип у планшета почему-то перевернут.

Foxconn–მა დაამზადა პლანშეტური კომპიუტერი iWonder რომლის ღირებულებაც არის 100 დოლარი. კომპიუტერი დამზადებულია Marvell–ის პროცესორზე, რომელიც ბაზირებულია ARM არქიტექტურაზე მცირე ენერგო მოხმარებით.

პლანშეტი ფუნქციონირებს Google Android 1.6 ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

პლანშეტი აღჭურვილია 10,1-დიუმიანი სენსორული დისპლეით გაფართოვებით 800×600 პიქსელი, რომელიც შესრულებულია რეზისტული ტექნოლოგიით. სიახლეს არ აქვს 3G-მოდული, მაგრამ აქვს Wi-Fi უკაბელო კავშირის ადაპტერი.

iWonder აღჭურვილია აქსელერატორით, რომელიც გამოსახულებას აბრუნებს მოწყობილობის ორიენტაციის მიხედვით. დისპლეის ჩარჩოში გათვალისწინებულია ღილაკები გვერდების გადაფურცვლისთვის პლანშეტის გამოყენებისას ელექტრონული წიგნის რეჟიმიში. ჩინეთის ბაზარზე გაჯეტის შეძენა შესაძლებელი იქნება 100 დოლარად. იქნება თუ არა მოწყობილობა ჩინეთის საზღვრებს მიღმა, ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია Engadget–სი მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.