დიდი ხნის ბეტა-ტესტირების შემდეგ გამოვიდა Opera-ს ფინალური Android ვერსია, რომელიც ახალ ძრავაზეა აწყობილი. რა თქმა უნდა Chromium 26 რომელიც Google-ის კალამს ეკუთვნის Opera-ს ბრაუზერის საფუძველს წარმოადგენს და მასზე პლატფორმის ყველა საშუალებებით შექმნილი სრულიად ახალი ბრაუზერი წარსდგა ფართო საზოგადოების წინაშე.

დღეისათვის მხარდაჭერილია Android-ის მინიმუმ 2.3 ვერსია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც 38,5 % მომხმარებლის ჯერ კიდევ Gingerbread-ზე მუშაობს და დღეს ისინი მიიღებენ თანამედროვე ბრაუზერს ნორმალური ინტერფეისით და ფუნქციონალით.

Opera 14-ის პლანშეტური ვერსია ჯერ კიდევ არ გამოსულა და კომპანია დაუღალავად მუშაობს, რომ უახლოეს მომავალში ისიც გამოვიდეს Play Store-ში.

Opera 14 როგორც უკვე ნახსენები იყო Chromium 26-ზე მუშაობს, რომელიც ჯერ-ჯერობით არ შეიცავს Blink-ს და WebKit-ზე მუშაობს. თუმცა Chromium-ის განახლებასთან ერთად და ძალიან მალე Blink ძრავა Opera-ში გამოჩნდება.

მიუხედავად WebKit-ის გამოყენებისა მას რამდენიმე გემრიელობაც დაამატეს დეველოპერებმა:

ასევე არის HTML5-აუდიოს მხარდაჭერა: თუ თქვენ ჩართავთ ამ სიმღერას SoundCloud-ზე შეამჩნევთ, პაუზის ღილაკი გამოჩნდება Android-ის შეტყობინებების პანელში. ასევე შეძლებთ ჩანართებს შორის გადართვას და სხვა აპლიკაციაზე გადასვლას სანამ ბრაუზერში მუსიკა იქნება ჩართული.

როცა ბრაუზერს გაუშვებთ თქვენ გელოდებათ სრულიად განახლებული ექსპრეს-პანელი, რომელიც რჩეულებსა და სანიშნებს აერთიანებს ერთ ხედში. თქვენ შძლებთ დააჯგუფოთ სანიშნები ერთდონიან ფოლდერებში, მათი ერთმანეთზე დადებით. ისტორიისათვის მარცხნივ გადაფურცლეთ და რეკომენდაიცებისათვის კიკ მარჯვნივ, სადაც ყველაზე ახალი და საინტერესო კონტენტი გელოდებათ.

 

 

შეკუმშვის რეჟიმი ცალკე განხილვის საგანია, რომელიც პირდაპირ მენიუშია ხელმისაწვდომი. როცა ის ჩართულია ვებ-გვერდები იტვირთება Opera Mini-ს სერვერების გავლით, რითაც ისინი შესამჩნევად იკლებენ წონაში, რითაც ამცირებენ თქვენს დანახარჯებს ტრაფიკის გადასახადზე. ახალ უკვე ბრაუზერიდან-ბრაუზერში სირბილი არ იქნება საჭირო, რომ Opera Mini-ს შეკუმშვით ვისარგებლოთ.

მათთვის ვისაც Google Play ეუბნება, რომ თქვენი მოწყობილობა არ არის თავსებადი და არ ეთანხმებით ამაში შეგიძლიათ apk ფაილი პირდაპირ Opera-ს სერვერებიდან გადმოიწეროთ მისამართზე:  opera.com/mobile/download/versions

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.