Google Chrome-ის აპლიკაციების გამშვები, რომელიც Chrome-ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მათი რჩეული ვებ-აპლიკაციები სწრაფად გაუშვას Google Chrome-ის Mac OS X პლატფორმაზე რელიზისათვის ემზადება. Google-მა უკვე დაიწყო ამ ფუნქციონალის Windows-ზე პორტირება, მაგრამ ის ასევე აღმოაჩინეს Chromium-ის ბოლო ბილდში OS X საოპერაციო სისტემისათვის.
Chrome-ის აპლიკაციების გამშვები სპეციალურად Google Chrome OS-თვის გამოუშვეს, ვებ-აპლიკაციების გაშვებისათვის. ამით მომხმარებელს სისტემასთან მუშაობისას ექმნება შთაბეჭდილება, რომ ტრადიციულ საოპერაციო გარემოში იმყოფება და არა ბრაუზერში.
მსგავსი მიდგომა ტრადიციულ დესკტოპზეც საკმაოდ მოსახერხებელია და თუ თქვენ Mac-ზე Chrome-ს თქვენ შესაძლოა იყენებთ YouTube, Gmail, Google Docs, Google Maps, Google Calendar-ს და ზოგიერთ თამაშს. ამ სერვისების აპლიკაციების გამშვებში დამატება მათდამი წვდომას გაამარტივებს, თუმცა ეს ჯერ ხელმისაწვდომი არ არის.
თქვენ და მათ შორის მეც ვეცდები გადმოვწერო Chromium-ის ბოლო ბილდი და გავინჯავ თუ როგორ მუშაობს Google-ის სიახლე, რომელიც François Beaufort-მა დააანონსა Google+ სოციალურ ქსელში. ასევე შეგიძლიათ დაელოდოთ ამ ფუნქციონალის Chrome ბრაუზერის შემდეგ ვერსიებში გამოჩენას.
წყარო: Google+

