უფრთო ვენტილიატორი, სერ ჯეიმს დაისონის ბოლო გამოგონება, — ამ წლის მთავარი გაჯეტ–ჰიტი ბრიტანეთში, მიუხედავად მისი მოკრძალებილი ფასისა — £199.

ვენტილიატორის მარაგი, რომელიც იდუმალი მოქმედებით დიდი ხვრელის ცენტრიდან გამოყოფს ცივი ჰაერის ნაკადს, უკვე ამოიწურა კომპანიის საწყობში. დაისონს მალაიზიის ქარხნანაში მოუწევს ორმაგი რაოდენობის გამოშვება.

ეს მოწყობილობა ასევე შემჩნეულიქნა, უიმბლდონის ტურნირზე, ჩოგბურთელების გასახდელში.

ბრიტანელმა გამომგონებელმა გაჯეტი წარმოადგინა გასულ წელს, მაგრამ გაყიდვაში გამოუშვა რამდენიმე თვის წინ. ჯემს დაისონს დიდი შრომის გაწევა მოიწია იმისთვის, რომ მიეღწია ამხელა პოპულარობისათვის, რადგან ეს მოწყობილობა ათჯერ უფრო ძვირი ღირს ვიდრე ჩვეულებრივი ვენტილიატორი ბრიტანეთში (£18).

Marks & Spencer იუწყება, რომ ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში გაყიდვების რაოდენობა გაიზარდა ოთხჯერ. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ შარშან წელთან შედარებით ამ სეზონში ვენტილიატორების გაყიდვის რაოდენობა გაიზარდა 177%–ით, რაც არის დაისონის დამსახურება.

საიტ Gizmodo–ის მიმომხილველი, კეიტ ჰანაფორდი, კომპანია Dyson–ს ადარებს Apple–ს: «მის პროდუქციას შემოაქვს ცოტა მაგია თქვენს სახლში. ხალხი ვერ ხვდება, ამ მოწყობილობის მუშაობის პრინციპს».

ხოლო მოდელი Air Multiplier მუშაობს შემდეგნაირად: ჰაერი შეიწოვება მოწყობილობის ძირიდან, ფარული ვენტილიატორის საშუალებით, ხოლო შემდეგ აეროდინამიკული პროფილის საშუალებით გამოიტყორცნება რგოლის პატარა ნასვრეტებიდან. ეს ახალი ტიპის მოწყობილობა 15–ჯერ მეტ ჰაერს გამოყოფს, ვიდრე ჩვეულებრივი ვენტილიატორი.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=8he8afjQyd8

წუარო Daily Telegraph.

3 Responses

  1. ai eg mindoda zustaaad:D:*

  2. ეგეთი მეც მინდა ამ ზაფხულს:)

  3. რა მაგარია ^_^

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.