გამოჩნდა ულტრაბუქებიც! როგორც ცნობილი გახდა Acer Aspire S3 ა.შ.შ-სა და კანადაში ამ კვირაში 899 დოლარად შემოვა გაყიდვაში. ეს არის პირველი MacBook Air-ის კონკურენტი რომელიც ბაზარზე გამოვიდა, ველოდებით იგივე კლასის ნოუთბუქების გამოჩენას სხვა კონკურენტებისგანაც: Toshiba, Lenovo და ASUS. 1.59 კგ. წონის ალუმინის კორპუსში მოთავსებულია  13.3 დიუმინაი (1366 x 768) პანელი, ავტონომიურად მუშაობს 6 საათის განმავლობაში (50 დღე მოლოდინის რეჟიმში) და გვპირდებიან, რომ მძინარე რეჟიმიდან 2 წამში გამოვა. ამ თანხაში ჩვენ გვექნება ულტრა-მცირე ენერგომოხმარების მქონე Core i5 პროცესორი, 4 გბ ოპ. მეხსიერების. 20 გბ SSD დისკისა და 320 გიგაბაიტიანი ჩვეულებრივი მყარი დისკი. საუბარი არ არის სხვა კონფიგურაციებზე, რომელიც შდესაძლოა შემდგომში გახდეს ხელმისაწვდომი. Acer-მა დაადასტურა, რომ ამის შემდეგ გამოვა მოდელები Core i3 და i7 პროცესორებითაც, უფრო ნაკლები მოცულობის დისკებით.

წყარო: Engadget

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.