ბევრი კომპანია, მათ შორის Sony, ZTE და რამდენიმე სხვა, დიდი ხანია აპირებენ გამოუშვან ტელეფონები Firefox OS-ის ბაზაზე. ზოგიერთი მოდელი უკვე გაყიდვაშიცაა. ახლა ზოგიერთმა ტელეფონების და პლანშეტების მწარმოებელმა Foxconn-ის ჩათვლით განაცხადეს, რომ აპირებენ გამოუშვან Firefox OS პლანშეტი, ვებ-აპლიკაციების მხარდაჭერით, რაზეც კერძოთ Firefox OS არის ორიენტირებული.
Foxconn და Mozilla ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე წარსდგნენ ტაივანში, სადაც გამოაცხადეს თანამშრომლობის დაწყების შესახებ, რაც ზემოთ აღნიშნულ თემას გულისხმობს. თვით Foxconn არ არის ბრენდი, ეს არის კომპანია მწარმოებელი, რომელიც უშვებს ან აწყობს მოწყობილობებს ისეთი ცნობილი კორპორაციებისთვის, როგორიცაა Apple, Acer, Dell და სხვა.
ამიტომაც, როცა Mozilla და Foxconn საუბრობენ ხუთი განსხვავებული მოდელის შესახებ Firefox OS-ის მართვის ქვეშ, უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაფრის უკან ისევ ის ბრენდები დგანან, რომლებიც გამოუშვებენ ასეთ მოწყობილობებს თავიანთი მარკით. ამის გარდა, Mozilla-მ განაცხადა, რომ ღრუბლოვანი საოპერაციო სისტემის ბაზაზე შეიძლება სხვა ტიპის მოწყობილობების გამოშვება, მაგ. სმარტ- ტელევიზორების.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=lqf6vsmqYU8[/youtube]
სამწუხაროდ, ჯერ არ არის ცნობილი თუ რომელი ბრენდების სახელით გამოვა ახალი Firefox OS პლანშეტები, რა ეღირება ისინი და როდის იქნება ხელმისაწვდომი. ალბათ უახლოეს მომავალში ამის ყველაფრის შესახებ დაწვრილებით იქნება ცნობილი.