დღეს თბილისის დროით 9:51–ზე, პაიერნის აეროდრომიდან (დასავლეთ შვეიცარია) 25 საათიანი საგამოცდო ფრენის შესასრულებლად აფრინდა მზის ელემენტებზე მომუშავე უნიკალური აეროპლანი Solar Impulse.
თვითმფრინავი ააგეს ერთი წლის წინ. მან უკვე შეასრულა ათი გაფრენა; ერთ–ერთი გრძელდებოდა 14 საათსაც კი, მაგრამ დადგა დრო შემოწმდეს, შეძლებს თუ არა აპარატი მთელი ღამის განმავლობაში ფრენას. მეტეოროლოგები ნათელ ღამეს “წინასწარმეტყველებენ”.
თვითმფრინავს, რომელსაც მართავს ანდრე ბორშბერგი, გააჩნია 11 628 მზის ენერგიის მიმღები უჯრედი, ოთხი ძრავა და ლითიუმ–პოლიმერული ელემენტები. Solar Impulse–ის ფრთების სიგრძეა 63,4 მ, წონა — 1 600 კგ. საექსპულატაციო სიჩქარე შეადგენს 70 კმ/სთ–ს.
მთელი დღის განმავლობაში თვითმფრინავმა უნდა იფრინოს 8,5 კმ სიმაღლეზე. თუ ღამის ფრენა დაუშვეს, მაშინ ბორშბერგი ძალიან ნელა უნდა დაეშვას 1,5 კმ სიმაღლეზე.
2012 წლისთვის დაგეგმილია, “იმპულსით”, დედამიწის გარშემო ფრენა. აპარატის შემქმნელებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ თვითმფრინავი შეძლებს 36 საათის განმავლობაში ფრენას, მაგრამ შეძლებს კი პილოტი ამდენ ხანს ფრენას?
«ხდება რაღაც სრულიად უპრეცედენტო არამხოლოდ ავიაციაში, არამედ საზოგადოებაშიც, — თვითმფრინავის წარმატებით აფრენის შემდეგ აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა ბერტრან პიკარმა. — ჩვენი მიზანი — დავამტკიცოთ, რომ კაცობრიობა არ არის ნავთობის მონა და რომ ენერგიის განახლება არ არის მხოლოდ პორნოგრაფია “ბოტანიკებისთვის”».
პროექტის პირდაპირი ტრანსლაცია, დროდადო, შეგიძიათ იხილოთ აქ.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=_nowxBfRb7g
წყარო Wired და France Press.



აღფრთოვანებული ვარ!დზალიან მაგარია რამეააა!!!:0