ინფორმაციის სწრაფი გადაცემის პროტოკოლები დღეს ძალიან სწრაფად ვითარდება. ჯერ ჯიდევ 3.0 ვერსიის მოწყობილობები არ გამოსულა, როცა Bluetooth Special Interest Group-მა მიიღო სპეციფიკაცია Bluetooth Core Specification Version 4.0. საინტერესოა ის, რომ მიმინარე წლის  მე-4 კვარტალში მწარმოებლები გვპირდებიან მოწყობილობებს ამ მოდულებით.

მოკლედ: მოწყობილიბებს საშუალება ექნებათ გაცვალონ ინფორმაცია 24 მეგაბიტი/წამში სიჩქარით. რაც გაცილებით სწრაფია ყველაზე გავრცელებულ Bluetooth 2.1-ზე, რომელსაც მხოლოდ 3 მეგაბიტი/წამში შეუძლია.

ახალი სპეციფიკაცია არ ამარო სისწრაფეს არამედ ენერგიის მოხმარების შემცირებასაც ითვალისწინებს. საქმე იმაშია, რომ დაბალი სიმძლავრის მოწყობილობებისათვის შემუშავებულია ენერგიის ეფექტური მოხმარების ახალი ალგორითმები.

ასევე გაძლიერებულია ინფორმაციული უსაფრთხოება, ახლა უკვე ყველაფერი რაც გადაიცემა დაიშიფრება პროტოკოლით AES-128. კიდევ ერთი პლიუსი ის არის, რომ გაზრდილია კავშირის მანძილი 100-ზე მეტ მეტრამდე.

როგორც შემქმენელბი ამბობენ, სტანდარტული “ტაბლეტივით” 3-ვოლტიანი CR2025 ბატარეა, Bluetooth 4.0 მოდულს რამოდენიმე წელი ეყოფა. საინტერესოა ამის შემოწმება, თუმცა ამის საშუალება მალე გვექნება.

მოკლედ Bluetooth 4.0-ის მთავარ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს:

— ენერგიის დაბალი მოხმარება;
— ინფორმაციის გადაცემის დიდი სიჩქარე,  24 მეგაბიტი/წმ;
— მოქმედების მანძილი, 100 მეტრზე მეტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.