ნიუ–იორკის უნივერსიტ ბუფალოს (აშშ) თანამშრომლებმა უჩვენეს, რომ ფერიტული ნანონაწილაკები, რომლებიც მემართებიან უჯრედების მემბრანისკენ, შეუძლიათ იონური არხების, ნეირონების გაკონტროლება და ცხოველის მოქმედების შეცვლა.

6 ნანომეტრული (ნმ) დიამეტრის მქონე ნაწილაკი ადვილად აღწევს მემბრანაში და თბება რადიოსიხშირული მაგნიტური ველის ზემოქმედებით, რაც უჯრედების გაკონტროლების საშუალებას იძლევა. «ტემპერატურული ცვლილება ეხება მხოლოდ მემბრანას, — აცხადებს კვლევის ერთ–ერთი მონაწილე ანდრ პრალე (Arnd Pralle). — თვითონ უჯრედი ამ დროს არ ზიანდება».

ავტორები ცდებს ატარებდნენ მატლების (Caenorhabditis elegans) უჯრედებზე. «მატლის უჯრედებში შეშვებული ნანონაწილაკების, მაგნიტური ველის გამოყენებით, 34 ˚C–ზე გათბობის შემდეგ, უმრავლესობა მათგანი იცვლიდნენ მოძრაობის მიმართულებას, — აცხადებს პრალე. — ჩვენ ვაიძულებდით მათ წინ და უკან გადაადგილებას».

თერმომეტრის ნაცვლად მეცნიერები იყენებდნენ ფლურესცენციულ დეტექტორებს, რომლის სინათლის ინტენსივობა შეესაბამება ტემპერატურას.

ახალი ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია არამხოლოდ ლაბორატორიულ კვლევებში, არამედ მედიცინაშიც. ბიოლოგები აუკვე ამზადებენ კიბოსა და ზოგიერთი ნევროლოგიური დაავადების საწინააღმდეგო ორიგინალურ მეთოდს; ასევე ნანონაწილაკებს შეუძლიათ, დიაბეტის შემთხვევაში, კუჭქვეშა ჯირკვლების, რომლებიც გამოყოფენ ინსულის, უჯრედების სტიმულირება.

C. elegans იწყებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას მაგნიტური ველის ჩართვის შემდეგ:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=oVEXt7FSGF4

სიახლის სრული ვერსია გამოქვეყნდება ჟურნალში Nature Nanotechnology.

წყარო ნიუ–იორკის უნივერსიტეტი ბუფალო.

One Response

  1. შორს არ უნდა იყოს ის დრო რასაც ფანტასტიკურ კინოში უჩვენებენ, რაც მე პირადად დიდად მახარებს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.