მართალია, რომ ზოგიერთი პროგრამა ძალიან ადვილად და სწრაფად ტყდება, მიუხედავად იმისა თუ რამდენად საიმედოდ თვლის მის დაცვას თავისივე დეველოპერები, მაგალითისთვის საკმარისია Photoshop CC. სულ რამდენიმე დღეში, სრულიად მუშა ვერსია პირატული ასლის სახით გამოჩნდა ტორენტ ტრეკერებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ქსელში მრავალენოვანი ვერსიაც გამოჩნდა.
როგორც ცნობილია, Photoshop CC ინსტალაციისას ითხოვს ქსელთან შეერთებას, რომ შემოწმოს ლიცენზია. თუ შემოწმება წარმატებით გაივლის, და ყველაფერი კარგადაა, ქსელთან შეერთება მხოლოდ 30 დღის შემდეგ გახდება საჭირო. ჰაკერებმა როგორღაც მოახერხეს Photoshop CC-ის დაცვის სისტემის გვერდის ავლა და პირატული ვერსია სრულიად ნორმალურად მუშაობს.

პროგრამის ანონსის შემდეგ ითვლებოდა, რომ მისი გატეხვა შეუძლებელი იქნებოდა, რადგანაც საჭიროა კავშირი Adobe-ის ღრუბელთან. რა თქმა უნდა Adobe Photoshop არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამა მსოფლიოში და მის გატეხვაზე მუშაობს ჰაკერების უამრავი ჯგუფი, რომელთა შორის არის მაღალი რანგის სპეციალისტებიც. შესაძლოა ჰაკერები მუშაობის მაღალმა სიჩქარემ გამოიწვია დეველოპერებისთვის მსგავსი სიურპრიზი, თუმცა ვინ იცის.
ჯერ-ჯერობით გაურკვეველია მუშაობს თუ არა გატეხილ ვერსიაში სოციალური კომპონენტები და ინფორმაციის სარეზერვო კოპირება ღღუბელში თუმცა ლოკალურ რეჟიმში მუშაობა მომხმარებლების უმრავლესობას დააკმაყოფილებს.
წყარო: ThePirateBay.se
