ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური სისხლი.

რამდენადაც კაცობრიობა ისევ ომობს, თუმცა თანამედროვე მედიცინის წყალობით მსხვერპლი მინიმუმამდეა დაყვანილი, სამხედრო ჯანდაცვა განიცდის ბევრი რამის ნაკლებობას, პირველ რიგში სისხლის. ამ უკანასკნელის ნაკლებობა შესაძლებელია ცენტრალურ საავადმყოფოებში იმდენიად არ ჩანს, მაგრამ ყველაფერი პირიქითაა ცხელ წერტილებში განთავსებულ ჰოსპიტალებში, რომლებიც ცივილიზაციისგან რამდენიმე ათასი კილომეტრით არიან დაშორებულნი.

2008 წელს, ამერიკის თავდაცვის სამეცნიერო–კვლევითი განვითარების სააგენტომ (DARPA), დაიწყო პროგრამა Blood Pharming–ის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს კომფაქტური ავტინომიური სისტემების დახმარებით ე.წ. უნივერსალური დონორული კომფლექტის შექმნას, ანუ ცხოველების ან მცენარეების გენეტიკური მოდიფიკაციით მედიცინისთვის საჭირო მასალების მიღებას — მაგალითად, ჰორმონები ან ანტისხეულები.

და აი ბიოტექნოლოგიურმა კომანია Arteriocyte–მა, რომელმაც გრანტის სახით მიიღო 1,95 მლნ დოლარი, შექმნა ხელოვნური სისხლი და დასამტკიცებლად გააგზავნა აშშ–ს საჭმელი პროდუქტებისა და სამედინცინო პრეპარატების ზედამხედველობის სამმართველოში.

სისხლის შემცვლელი ნივთიერება მიიღეს, ემბრიონის ჭიპლარის სისხლის მიერ გამოყოფილი ჰემოპოეტიკური უჯრედების გამოყენებით. Arteriocyte–ის მეცნიერებს სჭირდებათ სამი დღე იმისთვის, რომ ჭიპლარის სისხლის ერთი ერთეული გაჰყონ 20 დონორულად. მეომარს განკურნებისთვის, საშუალოდ, სჭირდება 6 ერთეული.

«ჩვენ ვაკეთებთ ძვლის ტვინის იმიტაციას ლაბორატორიულ პირობებში, — აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი დონ ბრაუნი. — მოდელი მუშაობს, თუმცა ჩვენთვის აუცილებელია ჩვენი შესაძლებლობების ექსტრაპოლირება, იმისთვის, რომ გავიდეთ სამრეწველო მაშტაბით».

მიუხედავად იმისა, რომ DARPA–მ პროექტი დაიწყო სისხლის დანაკარგის კომპენსაციისთვის, ბრაუნს, რომლის კომპანიაც იყენებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ ტექნოლოგიას, მიაჩნია, რომ კველევების რეზულტატი სცდება მის ფარგლებს.

წითელი ჯვარი სისხლს აღარ იღებს თუ ის გადაცდა 42 დღეს, თუმცა მედიცინის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სისხლი ვარგისიანია მხოლოდ 28 დღის განმავლობაში. ისინი თვლიან, რომ სისხლის ორ კვირაზე მეტი ვადით შენახვა ზრდის ინფექციური დაავადებების რისკს.

ხელოვნური სისხლის ერთი ერთეულის ფასი შეადგენ 5 ათას დოლარს. DARPA–ს მიაჩნია, რომ აუცილებელია მისი ფასის შემცირება მინიმუმ ათას დოლარამდე.

სიახლე პრაქტიკულ მოხმარებაში გამოვა 2013 წელს.

წყარო Wired.

One Response

  1. dzviri siamovnebaa

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.