45712ეს დღეც დადგა, ნამდვილი მორწმუნეებისათვის და OUYA კონსოლი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. 100$-ის ღირებულების სისტემა ჩიპზე მოთავსებულია პატარა ყუთში, რომელიც პირველად Kickstarter-ის პროექტის სახით დაანონსდა და დღეისათვის საჭირო არ არის მისი გულშემატკივარი იყო, რომ მიიღო ის. მოწყობილობა ამერიკის ყველა წამყვანი ონლაინ და საცალო მაღაზიებში გამოჩნდა და როგორც ხედავთ მისი ფასიდან გამომდინარე გამოწერა და ჩამოტანა საქართველოში ძალიან ადვილად მოხერხდება.

ouya-joy

ამერიკასა და კანადაში OUYA 99.9 დოლარი ღირს, როცა დიდი ბრიტანელი გეიმერებისთვის მისი ფასი იგივე იქნება ოღონდ უკვე ფუნტებში (რადგანაც კონვერტირების შემდეგ ის უფრო ძვირი გამოდის). წარმოებული კონსოლების რაოდენობა შეზღუდულია და შესაძლოა ყიდვის შემდეგ რამდენიმე კვირიანი მოლოდინიც მოგიწიოთ ამიტომაც გირჩევთ იჩქაროთ თუ ნამდვილად აპირებთ მის ყიდვას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.