35 წლის მამაკაცმა სახელად ჯერომმა (მისი გვარი არ კონკრეტდება) მიიღო ახალი სახე მკვდარი დონორისგან. სახის გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა 27 ივნისს ანრი მონდორის სახელობის კლინიკაში და გრძელდებოდა ტიტქმის მთელი დღის განმავლობაში.

აქამდე ექიმებს ასეთი რამ არ გაუკეთებიათ ჯერ არცერთ ქვეყანაში — ტარდებოდა მხოლოდ ცალკეული გადანერგვები.  პირველად მსოფლიოში წარმატებას მიაღწიეს ქირურგებმა საფრანგეთის ქალაქ ამიენას კლინიკის ექიმებმა: 2005 წელს მათ შეძლეს იზაბელ დინუარის სახის აღდგენა. 2004 წელს ამ ქალს თავს დაესხა საკუთარი ძაღლი, რომლემაც ქალს მოაჭამა ცხვირი, ტუჩები და ყბის ნაწილი. მოჭმული ნაწილების ნაცვლად დინუარს გადაუნერგეს დონორების ქსოვილები. დღესდღეობით 43 წლის ქალი ცოხცალი და სრულიად ჯანმრთელია.

ჯერომს იზაბელისგან განსხვავებით გენეტიკური დაავადება აქვს, რამაც გამოიწვია მისი სახის დეფორმაცია. ეხლა კი მამაკაცმა მიიღო სრულიად ახალი გარეგნობა: ქირურგებმა მას მთლიანად გადაუნერგეს სახე, სხვა ყველაფერთან ერთად მას გადაუნერგეს: ტუჩები, სახის კუნთები და თქვენ წარმოიდგინეთ ცრემლის არხებიც კი, ასე რომ ჯერომი ნორმალურად ტირილსაც შეძლებს.

პროფესორ ლორან ლანტერის განცხადებით, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას, ტრანსპლანტაციის შემდეგ უახლოესი პერიოდი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო მას ინტენსიურ თერაპიას უტარებდნენ. ეხლა ის თავს გაცილებით უკეთ გრძნობს: ის დადის, ჭამს და საუბრობს. მის ახალ სახეზე უკვე წვერიც კი იზრდება. მაგრამ ინფექციის რისკი ჯერ კიდევ არსებობს და იმის რომ სხეული არ მიიიღებს დონორის ქსოვილებს.

გამოყენებულია Daily Telegraph-ის მასალები.

One Response

  1. ვაა მართლა სერიოზულია .. ყოჩახ ფრანგ ქირურგებს!! მედიცინა აშკარად სწრაფად ვითარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.