საფეხბურთო სიმულატორი FIFA 11 გამოვა PC-თვის «სრულფასოვანი სახით», განაცხადა EA Sports–ის ხელმძღვანელმა პიტერ მურმა (Peter Moore).
მოკლედ, ცნობილი გახდა, რომ თამაში 28 სექტემბერს გამოვა არამარტო კონსოლებისთვის, არამედ პერსონალური კომპიუტერებისთვისაც.
მურს თუ დავუჯერებთ, FIFA 11 გახდება სერიის პირველი თამაში, რომლის PC-ვერსია კონსოლური ვერსიების ანალოგიური იქნება. «გამოსახულებისა და სათამაშო მექანიზმის სპეციალურად PC-თვის იქნება ადაფტირებული, — განაცხადა პიტერ მურმა. — სისტემის სრული მოდიფიკაციისთვის დაგვჭირდა ორი წელი, მაგრამ, ამ თამაშით შეგვიძლია შევქმნათ ცნება nextgen არამხოლოდ კონსოლებისთვის, არამედ PC-თვისაც».
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ თამაშს დაემატება ახალი სისტემა, სახელწოდებით FIFA 11’s Creation Centre, რომელიც საშუალებას მისცემს მოთამაშეს შექმნას საკუთარი ფეხბურთელი ან გუნდი «ნულიდან», შემდეგ კი — ხალხს გააცნოს თავისი ქმნილება ინტერნეტში.
იმისთვის, ვინც არ იცის რა არის თამაში FIFA, განვმარტავ: ეს არის ტრადიციული საფეხბურთო სიმულატორი, სადაც შესაძლებელია სხვადასხვაგვარი ბურთით თამაში, ასევე შესაძლებელია სხვადასვა ჩემპიონატებსა და თასების გათამაშებაში მონაწილეობის მიღება.
შემქმნელები მოგვითხრობენ თამაშზე FIFA 11:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=1GSVOOrkBPw
წყარო Eurogamer.

