ASUS-მა ეხლახანს წარმოადგინა მულტიმედიური ნოუთბუქი NX90, რომლის დემონსტრაციაც მარტის გამოფენა CeBIT 2010-ზე შედგა.
კომპიუტერი იქმნებოდი დანიურ ფირმა Bang & Olufsen-თან თანამშრომლობით; ნოუთბუქის მთავარ ღირსებად მისი მაღალხარისხიანი ხმა უნდა ჩაითვალოს. ლეპტოპში გამოყენებულია ტექნოლოგია SonicMaster: კომპიუტერს აქვს 11ვტ ხმის გამაძლიერებელი (მაშინ როდესაც სხვა ნოუთბუქების ძირითად მასას 3ვტ აქვს) და დიდი დინამიკები, რომლებიც დისპლეის გვერდებზეა განლაგებული. სიახლეს შეუძლია სივრცული ძალიან დაბალი სიხშირის ხმების ფორმირება.
ამ ნოუთბუქის კიდევ ერთი თავისებურებაა ისაა,რომ მას აქვს ორი თაჩპედი,კლავიატურის მარჯვენა და მარცხენა მხარეს.
NX90-ის “გულს” წარმოადგენს პროცესორი Intel Core i7 — 1,66გჰც სიხშირით ( მაქსიმუმ 2,8გჰცმდე Turbo Boost რეჟიმში). კომპიუტერს აქვს 6გბ ოპერატიული მეხსიერება (გაზრდა შესაძლებელია 12გბ-მდე), ვინჩესტერი 1 ტერაბაიტი და Blu-ray. დისპლეის დიაგონალია 18,4 დიუმი აქვს Full HD-გაფართოება 1920×1080 პიქსელი. ის მუშაობს 64ბიტიან Windows 7 Home Premium ოპერაციულ სისტემაზე.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=uEhGZFn3tpM
გამოყენებულია ASUS-ის მასალები.

