statcounter.com-ის სტატისტიკური მონაცემებით მარტივად შეიძლება შევაფასოთ ბრაუზერების რეიტინგები როგორც მთელს მსოფლიოში ასევე კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით. მსოფლიო რუკაზე რომელიც ამ პოსტში არის გამოქვეყნებული მწვანე ფერით Google Chrome-არის მონიშნული, სტაფილოსფერი შესაბამისად არის Firefox, ცისფერი – Internet Explorer და ნაცრისფრად Safari არის მონიშნული.

რადგანაც რუკაზე შეუმჩნეველია Safari, მე დამაინტერესა არა მხოლოდ გეოგრაფიულმა განაწილებამ და გადავწყვიტე მენახა სხვა სახის ინფოგრაფიკაც.

აქ უკვე ნათლად ჩანს თუ ვის აქვს ინტერნეტში ყველაზე მყარი პოზიციები და ბუნებრივიცაა, რომ Google-ის პროდუქტი საუკეთესოა და პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე მოდის Internet Explorer, რომლის პოპულარობა ჩემი აზრით შენარჩუნებულია იმით, რომ ის უკვე დაყენებულია Windows საოპერაციო სისტემაში. Firefox-ის მდგომარეობა სტაბილურია და ის საკმაოდ დიდ სეგმენტს ფლობს ბაზარზე. რაც შეეხება Safari-ს ის ზუსტად იმდენადვეა გავრცელებული რამდენადაც მისი აპარატული პლატფორმა ასე, რომ ეს მხოლოდ გაყიდული მოწყობილობების, რაოდენობაზეა დამოკიდებული.
საინტერესოა, როგორი მდგომარეობაა ამ მიმართულებით საქართველოში:

მიმდინარე თვის მონაცემებით საქართველოში რა თქმა უნდა Chrome ლიდერობს, მაგრამ მეორე ადგილი აქ Opera-ს უჭირავს, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს მსოფლიო რეიტინგებთან შედარებით საქართველოში ეს ბრაუზერი ინარჩუნებს აქტუალობას ინტერნეტთან წვდომის პრობლემების გამო პროვაიდერების მუშაობის დაბალი ხარისხიდან გამომდინარე. Internet Explorer ჩვენთან მესამე ადგილზეც ვერ გავიდა და ის Firefox-ს ღირსეულად უჭირავს.
წყარო: http://gs.statcounter.com
