ამ პროექტზე მუშაობენ ამერიკელი მეცნიერები DARPA-დან (Defense Advanced Research Projects Agency). მათი მიზანია წყალქვეშა ნავის შექმნა,რომელსაც ფრენა შეეძლება.

დღსდღეობით არსებული ინფორმაციით, ამ პროექტის შექმნის გეგმა ჯერ კიდევ 2008 წელს არსებობდა.  ახლახან კი ამ პროექტის თავიანთი ვარიანტი სხვადასხვა გამომგონებლებმა წარმოადგინეს.

იმის მიუხედავად, რომ ჰიდროდინამიული და აეროდინამიული პრინციპები ბევრ რამეში ერთმანეთს გავს, მეცნიერებს ჯერ კიდევ მრავალი პრობლემის გადაჭრა მოუწევთ. საფრენი აპარატი მაქსიმალურად მსუბუქი უნდა იყოს, იმიტომ რომ მან შეძლოს წყლის ზედაპირზე ამოსვლა და შემდეგ აფრენა. ასევე მისი კორპუსი ძალიან მყარი და მოქნილი უნდა იყოს, რომ გაუძლოს წყლის წნევას სიღმეში.

მწარმოებლის, Graham Hawkes-ის განცხადებით, — “დასახული მიზნების რეალიზაციისთვის უნდა გამოვიყენოთ თანამედროვე კომპოზიტური მასალა, რომელიც ნახშირბადითაა წარმოებული. ასეთ მასალას აქვს საკმარისი გამძლეობა და არ აქვს დიდი წონა”. ჰოუკსმა უკვე შექმნა მფრინავი წყალქვეშა ნავის პროტოტიპი. თავის ქმნილებას მან “Super Falcon” დაარქვა. ინჟინერი დარწმუნებულია, რომ თუ აპარატს დაუმაგრებს დიდი ზომის ფრთებს და რეაქტიულ ძრავს, “Super Falcon” ჰაერში განავითარებს 900კმ/სთ სიჩქარეს ხოლო წყალქვეშ 18კმ/სთ.

მთავარი პრობლემა ისაა, თუ როგორ მოახერხონ ისე, რომ ეს აპარატი სწრაფად ჩავიდეს წყალში. ჰოუკსმა განაცხადა — ” მაგალითი ჩიტებისგან უნდა ავიღოთ, რომლებიც ყვინთავებ ნადირობისას”.

ასევე ჯერ კიდევ გადასაწყვეტია თუ რა იქნება აპარატის ენერგიის წყარო წყალქვეშ მოძრაობისას, რადგან წყალქვეშ რეაქტიული ძრავის გამოყენება საშიშია, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების გამო შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს. ალტერნატიული ვარიანტია ელემენტები, რომლებიც დაცლისას თავიდან იტენება. აკუმლატორის იდეაც არსებობდა მაგრამ ამ შემთხვევაში დიდი წონის პრობლემაა და არასაკმარისი ტევადობა.

მფრინავი წყალქვეშა ნავების გამოყენება იგეგმება მტრის გემების დასაზიანებლად და ასევე სანაპიროსთან ახლო სამიზნეების გასანადგურებლად.

გამოყენებულია newscientist.com-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.