videoსაიდუმლოებებით მოცული ვიდეო გამოქვეყნდა CyanogenMod-ის სახელით Youtube-ზე, რომელშიც გაჟღერდა ფრაზა “არაფერი არ შეიძლება იყოს სრულყოფილი, რაღაც შეიძლება უკეთესი იყოს” 31 წამიანი ანიმაცია არის გაურკვეველი რაღაცის ანონსი. რა შეიძლება ის იყოს? CyanogenMod სმარტფონი? Android 4.3-ის მხარდაჭერა? წარმოდგენაც არ მაქვს რა შეიძლება იყოს ეს სიახლე. ეს შესაძლოა წარმოუდგენლად მაგარი რამ იყოს ან უბრალოდ იმედგაცრუება? ერთ ერთ კადრში ჩანს სიტყვა “FREE” დაბლოკილ ეკრანზე, რაც შესაძლოა მინშნება იყოს ფრანგულ ოპერატორზე, მაგრამ შესაძლოა ეს ასე არ იყოს.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=PcpyavQSvMk[/youtube]

აი რას გვეუბნება ვიდეო:

Nothing can be perfect. Things can be better.  (არაფერი არ არის სრულყოფილი, რაღაც შეიძლება უკეთესი იყოს)

The right [person, pixel, look, path, spark, feeling, formula, tap, person (person again?), action, reaction, smile, word, music] at the right time. (სწორი [პერსონა, პიქსელი, შესახედაობა, გზა, ნაპერწკალი, შეგრძნება, ფორმულა, პერსონა (ისევ მეორდება?), მოქმედება, რეაქცია, ღიმილი, სიტყვა, მუსიკა] სწორ დროს.)

The right memories. (სწორი მოგონებები)

A new challenger appears. (ჩნდება ახალი გამოწვევა)

A new Nemesis appears. (ჩნდება ახალი შურისმაძიებელი)

შესაძლოა ეს ახალი სუპერ-სმარტ ლანჩერი იყოს? თქვენ რას ფიქრობთ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.