საინტერესოა რა პასუხს გასცემს NTP Incorporated–ის პრეტენზიებს Microsoft–ის პრეზიდენტი სტივ ბალმერი?
ამერიკულმა ფირმამ NTP Incorporated–მა უჩივლა ექვს მსოფლიოში ცნობილ კომპანიას; NTP მათ უჩივის საკუთარი პროდუქციის უკანონო დაპატენტებაში.
როგორც ცნობილია Apple, Google, HTC, LG, Microsoft და Motorola უკანონოდ იყენებენ, საკუთარ პროდუქციაში, უკაბელო ინტერნეტის გამოყენებით ელექტრნული წერილის მიღების ტექნოლოგიას. ლაპარაკია არა მხოლოდ პროგრამულ პროდუქტზე, არამედ აპარატულ ტექნოლოგიაზე.
მოსარჩლე ითხოვს კომპენსაციის სახით თანხას და ლიცენზიის გარეშე საკუთარი პროდუქციის გამოყენების აკრძალვას.
NTP–ს გააჩნია მსგავს სასამართლოებში მონაწილეობის მიღების “გამოცდილება”, ძირითადად ტექნოლოგიურ და კავშირგაბმულობის სფეროში მომუშავე კომპანიებთან. მაგალითად, 2001 წელს NTP–მ უჩივლა კანადურ კომპანია RIM–ს, რომელსაც ადანაშაულებდა, მინიმუმ ხუთი, თავისი პატენტის გამოყენებაში. 2006 წელს RIM–მა და NTP–მ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის თნახმად მოპასუხე დატანხმდა კომპენსაციის სახით გადაეხადა 612,5 მლნ დოლარი.
წყარო ZDNet.

