მიმდინარე წლის, პირველი კვარტლის, პორტატული კომპიუტერების საბაზრო წილის სტატისტიკა.

კომპანია iSuppli–მა გამოაქვეყნა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის, მსოფლიო ბაზარზე პორტატული კომპიუტერების რაოდენობის, სტატისტიკა.

სამი თვის განმავლობაში, მსოფლიოში, გაიყიდა 48,7 მლნ ნოუთბუქი და ნეტბუქი. ეს რაოდენობა 5,4%–ით ნაკლებია გასული წლის ბოლო ოთხი თვის მაჩვენებელთან შედარებით (51,5 მლნ ერთეული).

პორტატული კომპიუტერების უმსხვილეს მწარმოებალად რჩება Hewlett-Packard, რომლის საბაზრო წილი შეადგენს 18,9%–ს (9,2 მლნ რეალიზირებული PC).

რეიტინგის მეორე ადგილზე გავიდა Acer — 17,5% და 8,5 მლნ გაყიდული ნოუთბუქი და ნეტბუქი. 11,5%–ითა და 5,6 მლნ PC-ით სამეულში მოხვდა Dell. მეოთხე და მეხუთე ადგილს ინაწილებენ Toshiba და ASUS, რომლებიც აკონტროლებენ ბაზრის 9,3% (4,5 მლნ ერთეული) და 8,3% (4,0 მლნ ერთეული).

ყველა სხვა კომპანიამ, ერთად, პირველ კვარტალში მოახდინა 16,8 მლნ პორტატული კომპიუტერის რეალიზება, რომელიც შეესაბამება 34,4%–ს.

iSuppli ასევე აღნიშნავს Samsung–ის წარმატებებს: ტრადიციული, სეზონური შემცირების მიუხედავად სამხრეთკორეულმა მწარმოებელმა მოახერხა ნოუთბუქებისა და ნეტბუქების წარმოების 14,6%–მდე გაზრდა — 1,7 მლნ გასული წლის ბოლო კვარტალში, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 1,9 მლნ. «სამსუნგის» წილი — 3,9%.

წყარო iSuppli.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.