გასულ წელთან შედარებით, მსოფლიოში სმარტფონების უმსხვილესმა მწარმოებელიმა HTC–მა, მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მოგება გაზარდა 33%–ით.
ეს მაჩვენებელი შეადგენს, დაახლოებით, 8,64 მლრდ ტაივანურ დოლარს (268 მლნ ამერიკული დოლარი), ხოლო ერთი წლის წინ — დაახლოებით 6,5 მლრდ დოლარი. სამწუხაროდ სხვა ფინანსურ ინფორმაციას კომპანია ჯერ არ აქვეყნებს.
აღსანიშნავია, ასევე, ერთი საინტერესო ფაქტი: ორი წლის წინ ამ ფირმის არსებობის შესახებ ცოტამ თუ იცოდა, მაგრამ დღეს, კვლევითი ფირმის IDC–ის მონაცემებით, HTC სმარტფონების მწარმოებელთა სიაში მეხუთე ადგილზეა, მას უსწრებენ, მხოლოდ, ისეთი ინდუსტრიალური მონსტრები, როგორიცაა Nokia, Research in Motion(RIM), Apple და Motorola.
მოკრძალებულ ტაივანირ კომპანიას მსოფლიო ბაზრის კარები გაუღო Google–მა, რომელმაც შეუკვეთა მას «ჭკვიანი ტელეფონების» დამზადება ოპერაციული სისტემის Android–ის მართვის ქვეშ. აპარატმა გაამართლა. ამის შემდეგ Google–ის საქციელს მიბაძეს სხვა კომპანიებმა: ამერიკის კავშირგაბმულობის ოპერატორ Verizon Wireless–თვის HTC აწარმოებს Droid Incredible–ს (აპარატის პირველი მოდელი გამოვიდა 29 აპრილს), ხოლო ოპერატორ Sprint–თვის — Evo 4G–ს, რომელიც გახდა პირველი მობილური ტელეფონი აშშ–ში მეოთხე თაობის სტანდარტების მხარდაჭერით.
დღეისთვის HTC–ს აქვს «გუგლფონების» 12 ხაზი, ასევე ძალიან დახვეწილი მოწყობილობა Windows Mobile–ის პლატფორმაზე, მაგრამ კომპანია ამტკიცებს, რომ ეს დროებითი მოვლენაა.


saqartveloshi ver gamoviyenebt?? kartis chadeba tu sheidzleba?
EVO4G არ გამოდგება საქართველოში,