Samsung-მა შესაძლოა გააძლიერა წარმადობა მისი ფლაგმანური სმარტფონის Galaxy S4-ის რევიუებში, სადაც მან პროცესორის წარმადობა ხელოვნურად გაზარდა სატესტო აპლიკაციებისათვის. გამოძიეა რომელიც AnandTech-მა ჩაატარა მოყვანილია მაგალითები სადაც გრაფიკული პროცესორის სიხშირე მატულობს სპეციალურად მაშინ, როცა გაშვებულია, რომელიმე სატესტო აპლიკაცია, სხვა დროს ეს სიხშირეები მოხმარებლისთვის მიუწვდომელია.
გრაფიკული პროცესორის გაძლიერება შეიმჩნევა საერთაშორისო მოდელში, რომელიც Samsung-ის Exynos 4 Octa სისტემა-ჩიპზე ბაზირდება. ისეთ აპლიკაციებში, როგორიცაა GLBenchmark 2.5.1, Quadrant, და AnTuTu – გრაფიკული პროცესორი მუშაობს 532 მეგაჰერცზე, როცა მოწყობილობის ნორმალურად ფუნქციონირებისას ის 480 მჰც-ზე მუშაობს, AnandTech ამბობს რომ ეს 11 პროცენტიან ზრდას იძლევა დარეპორტებულ წარმადობაში. პროცესორის გაძლიერება შეიმჩნევა ორივე მოდელში, Exynos და Qualcomm Snapdragon-ზეც რომელიც ა.შ.შ-ში იყიდება. როგორც კი თეთრ-სიაში მოხვედრილი ბენჩმარკის აპლიკაცია ირთვება პროცესორის სიხშირე გაწერილ მაქსიმუმზე მაღლა იწევს.

მიუხედავად იმისა რომ Samsung-ს არ აქვს გაცხადებული სპეციფიური სიხშირეები Galaxy S4-ის გრაფიკული ჩიპის შესახებ, მის სარეკლამო და მარკენტინგულ მატერიალების, ზოგიერთი პუბლიკაცია იყენებს ბენჩმარკ ინსტრუმენტებს, რომ გამოცადონ ახალი მოწყობილობები. ბენჩმარკებს დიდი მნიშვნელობა აქვს რეალური სამყაროსთვის და იმ შემთხვევაში თუ AnandTech აღმოჩნდება მართალი მაშინ Samsung-ის საქციელი არ იქნება კარგად აღქმული, როგორც პროფესიონალების ასევე მომხმარებლების მხრიდანაც.
ამ ბრალდებაზე Samsung-ის მხრიდან რეაქციაც მოყვა სადაც მათ უარყვეს ზემოთ აღნიშნული ბრალდებები და თქვეს, რომ ისინი არ უწევენ და ოვერქლოქინგს არ მიმართავენ მაშინ, როცა მუშაობს კონკრეტული სატესტო პროგრამა.
მათ ასევე დაამატეს, რომ “ჩვეულებრივ მუშაობისას, Galaxy S4-ის გრაფიკული ჩიპი მუშაობს 533 მეგაჰერცზე და ზოგიერთი სრულ-ეკრანზე გაშვებული აპლიკაცია, როგორიცაა კამერა, ბრაუზერ, ვიდეო დამკვრელი და ბენჩმარკ აპლიკაციები კლასიფიცირდება, როგორც მეტი მოთხოვნის მქონე აპლიკაცეიბი. ბევრი თამაში არ საჭიროებს დიდ მონაცემებს, ჩენ ვზრუნავთ ჩვენი მოწყობილობის მომხმარებლებზე, რომ მათმა მოწყობილობამ მოთხოვნების შესაბამისად იმუშაოს”
Samsung-ს ჯერ არ გაუცია პასუხი კოდის იმ მონაკვეთზე სადაც აპლიკაციების ჩამონათვალია მოთავსებული, მაგრამ საიტზე ამბობენ, რომ სხვა ბენჩმარკის აპლიკაციების გაშვების შემთხვევაშიც მოწყობილობა ავტომატურად უწევს სიხშირეს, რაც არ ადასტურებს იმას, რომ მხოლოდ კონკრეტული ბენჩმარკების შემთხვევაში იწევს სიჩქარე.
წყარო: TheVerge
