ეს იდეა ეკუთვნის ამერიკელ ინჟინერ-გამომგონებელ სკოტ ბრუსოს (Scott Brusaw), აიდაჰოს შტატიდან. მას გადაწყვეტილი აქვს აქციოს ეს გზა მსოფლიო რეალობად.

მას აქვს ასევე ფირმა Solar Roadways. Solar Roadways-მა მიიღო დაფინანსება (100000$-ის ოდენობით) და ამ ფულით მან გააკეთა გზის პანელის პირველი პროტოტიპი (იხილეთ ვიდეოში).

ამ საფარის 3,6-3,6 მეტრზე ნაჭერი ( 12-12-ზე ფუტი) დღეში,თუ მზე მას დაანათებს 4 საათის განმავლობაში გვაძლევს 7,6კვტ ელექტროენერგიას.

ჩვენი გმირის “მზიანი გზა” აღჭურვილია არა მხოლოდ ფოტოელემენტებით, არამედ მიკროსქემებითაც და შუქის დიოდებით. თუ ღამე მასზე დააბიჯებს ფეხით მოსიარულე მაშინ ქვევიდან გზა აუცილებლად განათდება და ათასობით მეტრის რადიუსზე, თუ მანქანა მოდის მის წინ გზაზე დაეწერება რომ სასურველია სისწრაფის დაკლება. შუქის დიოდების დამატება ისედაც ძვირ მზის პანელში ერთი შეხედვით ექსტრავაგანტული გადაწყვეტილებაა. ბრუსოს გათვლებით ეს ტექნოლოგია იქნება ძალიან გამოსადეგი მაგალითად სუპერმარკეტების სადგომებისათვის, რადგან მათ აქვთ მაღაზიის ტერიტორიაზე ზოგჯერ 4-ჯერ მეტი ფართობის სადგომიc კი და შესაბამისად ამ ტექნოლოგიით ის შეძლებს იმაზე მეტი ენერგიის  გამომუშავებას ვიდრე მაღაზიას ჭირდება.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=OoTpV91447A

Solar Roadways-ის ინჟინერების წინაშე რთული პრობლემა დგას, მათ უნდა შეამცირონ საფარის თვითღირებულება $10 ათას დოლარამდე. ეს ფასი სამჯერ მეტია უბრალო გზის საფარის ფასზე ამერიკაში. მაგრამ მზის პანელი სამჯერ უფრო გამძლეა. გზის შუშიანი დამუშავებული გზა გაუძლებს 40 ტონიანი სატვირთო მანქანის საბურავებს, თუნდაც ჯაჭვიანს. ამას გარდა საფარს ექნება თოვლის და ყინულის გამდნობი, ასევე იქნება რელიეფური, უფრო უსაფრთხო მოძრაობისთვის და ასევე შეეძლება თვითგაწმენდა, რომელიც ჰიდროფილური სარკისთვისაა დამახასიათებელი.

პროექტის მმართველს ჯერ კიდევ არ უნდა დიდ პროექტებში მისი გამოგონების ცდა, მან თქვა რომ ის აპირებს დაიწყოს ჯერ-ჯერობით პატარა პროექტებით, როგორიც  არის მაგალითად McDonalds, რომლესაც დროდადრო გადააქცევს ელექტრომობილების დასატენ სადგურად.

წყარო:Popular Science

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.